“პრობლემა არის არა ფრენების აღდგენა რუსეთთან, არამედ მიზეზი, რის გამოც ფრენები აღდგა”
ოპოზიცია კვლავ ნაკლებ ადეკვატურია და მარკეტინგულადაც მომგებიან მხარეს ტოვებს ხელისუფლებას – ებრძვის რა შედეგებს და არა მიზეზებს, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია წერს.
მისი თქმით, ფრენების აღდგენა – შედეგია.
“პრობლემა არის არა ფრენების აღდგენა რუსეთთან, არამედ მიზეზი, რის გამოც ფრენები აღდგა.
თავად ფრენების აღდგენა კომუნიკაციის მხოლოდ ტექნიკური ასპექტია და მართალი ვთქვა, ვერ ვხედავ, პრობლემას მას შემდეგ, რაც თავის დროზე წინა ხელისუფლებამ 2008 წლის ომის მიუხედავად, ცალმხრივად გახსნა რუსეთისთვის საქართველოსთან ცალმხრივი უვიზო წვდომა.
თვითმფრინავს მოუწყო მიტინგი, საერთოდ გაუგებარია ჩემთვის, მაშინ, როდესაც პრობლემა თვითმფრინავი კი არა, ხელისუფლების ის პოლიტიკაა, რასაც პუტინის ხელმოწერა მოჰყვა.
ოპოზიცია კვლავ სადღაც სხვაგან ასხამს წყალს, მაშინ, როდესაც ცეცხლი საერთოდ სხვაგანაა,” – წერს არჩილ გამზარდია.
შეგახსენებთ, რომ მოსკოვი-თბილისის პირველი რეისი შესრულდა. რუსული ავიაკომპანია „აზიმუტის“ კუთვნილი თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე საათის წინ დაჯდა. „აზიმუტის“ მგზავრებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან შეძახილებითა და საყვირებით დახვდნენ.
სიახლეები
- "ოფიციალურ პირებს ჯერ კიდევ აქვთ შანსი გადახედონ საკანონმდებლო ინიციატივას" - ოლივერ ვარჰეი
- "უცხოელი მინისტრები არიან გამოსასვლელები და ხალხი არ გვყავსო, დიდი პანიკაა „ნაცებში“, გმირთა მოედნიდან მოხსნეს ხალხი, მიჰყავთ რუსთაველზე"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 მაისისთვის
- “საქართველოს კურსი ევროკავშირისაკენ ბეწვზე ჰკიდია!”- უცხოური პრესა
- "ვერსად ვნახე რა ჰქვია ფსიქიკურად აშლილი პირების მმართველობას" - კახა გოგოლაშვილი