"ამ ხუთეულის გადაბირება ზუსტად ისე მოხდა, როგორც უკრაინაში იანუკოვიჩის დროს ხდებოდა ხოლმე"
„ამ ხუთეულის გადაბირება ზუსტად ისე მოხდა, როგორც უკრაინაში იანუკოვიჩის დროს ხდებოდა ხოლმე ოპოზიციიდან წევრების გაყვანა. ეს არის ოლიგარქიული კლასიკა!“ - ამის შესახებ ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„ფაქტია, რომ არცერთი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი. თავად „ნაციონალური მოძრაობა“ ძალიან აქტიურობს, რაც მახარებს. ახლა მთავარია მაქსიმალური ერთიანობა, ყველა ძველი წყენის დავიწყება დიდი საფრთხის წინაშე - ეს არის ქართული სახელმწიფოებრიობის გაქრობის საფრთხე.
მიხარია, რომ საინტერესო ახალგაზრდები გამოჩნდნენ და ძალიან ოპერატიულად მოქმედებენ. საჭიროა ახალი მეთოდები, მოქნილობა, ოპერატიულობა და ბოლომდე მიწოლა. ამ კედელს მუდმივად უნდა ურტყათ და აუცილებლად გაინგრევა!
მე ვრჩები უკრაინელ პოლიტიკოსად და მოქალაქედ, ამავე დროს - საქართველოს გულშემატკივრად. ჩემი მთავარი ამოცანაა უკრაინის გამარჯვება და, რა თქმა უნდა, უკრაინასთან ერთად საქართველოს გამარჯვება“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.
სიახლეები
- "ოფიციალურ პირებს ჯერ კიდევ აქვთ შანსი გადახედონ საკანონმდებლო ინიციატივას" - ოლივერ ვარჰეი
- "უცხოელი მინისტრები არიან გამოსასვლელები და ხალხი არ გვყავსო, დიდი პანიკაა „ნაცებში“, გმირთა მოედნიდან მოხსნეს ხალხი, მიჰყავთ რუსთაველზე"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 მაისისთვის
- “საქართველოს კურსი ევროკავშირისაკენ ბეწვზე ჰკიდია!”- უცხოური პრესა
- "ვერსად ვნახე რა ჰქვია ფსიქიკურად აშლილი პირების მმართველობას" - კახა გოგოლაშვილი