"რა მოხდება, თუ უკრაინა ახლა ზავის შესახებ გამოაცხადებს?" - მიხეილ სააკაშვილი

რა მოხდება, თუ უკრაინა ახლა ზავის შესახებ გამოაცხადებს? - პუტინი აუცილებლად შეიჭრება პოლონეთსა და ბალტიის ქვეყნებში, ხოლო საქართველოსა და მოლდოვას უბრალოდ გადაყლაპავს, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინულ გამოცემა “უკრაინსკაი პრავდაში” გამოქვეყნებულ სტატიაში წერს.

“საქართველოში ვარდების რევოლუციისა და უკრაინაში ნარინჯისფერი რევოლუციის შემდეგ პუტინმა სასიკვდილო საფრთხე იგრძნო. იუშჩენკო მოწამლა და თავისი ჯარის მობილიზება მოახდინა…

 

რუსული სამხედრო მანქანის შემდეგი შემადგენელი ნაწილი მეხუთე კოლონაა - რომლებიც მედვედჩუკისა და ივანიშვილის, შორისა და პლახოტნიუკის მსგავს ადამიანებს მოიცავს. მათი მიზანია, რუსული და ადგილზე მოპარული ფულის გამოყენებით ძალაუფლება დაიკავონ. საქართველოში ივანიშვილის წყალობით მათ ეს გამოუვიდათ…

 

სწორედ ეს მეხუთე კოლონა ადანაშაულებდა საქართველოს 2008 წელს რუსეთის პროვოცირებაში და უკრაინას იმაში, რომ მან თავად გამოიწვია ყირიმი და მაიდანი 2014 წელს…

 

რა მოხდება, თუ უკრაინა ახლა ზავის შესახებ გამოაცხადებს? მოხდება ის, რომ ერთ-ორ წელიწადში ის [უკრაინა] აუცილებლად დაეცემა, და პუტინი აუცილებლად შეიჭრება პოლონეთსა და ბალტიის ქვეყნებში, ხოლო საქართველოსა და მოლდოვას ის უბრალოდ, ამის მსვლელობისას, გადაყლაპავს, პრაქტიკულად რამე მნიშვნელოვანი ძალდატანების გარეშე”, - წერს სააკაშვილი.

წაკითხვა 210 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.