April 26, 2024

"თქვენი ქმედებები აღიქმება, როგორც სამოქალაქო დაპირისპირების ღია მცდელობა, რათა გამოიწვიოთ არეულობა"

ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

 

"მივმართავ ხელისუფლებას და ტელეკომპანია "იმედს": 


მინდა დავიჯერო რომ თქვენი სრულიად არაადეკვატური ქცევა ამ წუთებში, როცა თქვენი კანდიდატის გამარჯვებას ზეიმობთ, გამოწვეულია საპრეზიდენტო არჩევნების დღევანდელი შედეგებით მიღებული შოკით და ცოტა ხანში დამშვიდდებით, სტრესული მდგომარეობიდან გამოხვალთ და რეალობას თვალს გაუსწორებთ. რეალობა კი ასეთია – გრიგოლ ვაშაძემ მოიგო დღევანდელი დღე და რომ არა თქვენი ადმინისტრაციული რესურსები და კიდევ ბევრი სხვა ქმედება, არც მეორე ტურზე იქნებოდა ლაპარაკი. ეს თქვენ მშვენივრად იცით და საფუძვლიანად გეშინიათ მეორე ტურის, სადაც თქვენ წარმატების იმედი აღარ გაქვთ! 


ვიმეორებ: გამოვთქვამ იმედს რომ თქვენი დღევანდელი რეაქცია არჩევნების შედეგებზე არის მძიმე შოკის შედეგი და მალე შეწყვეტთ თქვენი ამომრჩევლისთვის ცრუ იმედების მისაცემად გამართულ ზეიმს! 


წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი დღევანდელი ქმედებები აღიქმება როგორც სამოქალაქო დაპირისპირების ღია მცდელობა რათა გამოიწვიოთ არეულობა და საქმე არ მიიყვანოთ მეორე ტურამდე სადაც იცით რომ წააგებთ! 


გონს მოეგეთ! შეჩერდით სანამ დროა და თვალი გაუსწორეთ რეალობას, რაც იავნანად მოგეჩვენებათ თუ თქვენ სამოქალაქო დაპირისპირებაზე წახვალთ! ამას არავინ არ გაპატიებთ არც თქვენ და არც მათ ვისაც ამ დაპირისპირებაში გვერდით დაიყენებთ! 
გონს მოდით, დამშვიდდით! ერთი კაცის ავადმყოფურ ხუშტურს ნუ გადააყოლებთ საკუთარ თავსაც და სხვებსაც! ეს თქვენივე ინტერესებშია."- წერს ირინა სარიშვილი.

წაკითხვა 774 ჯერ განახლდა განახლდა ოქტომბერი 28 2018

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.