May 14, 2024

Facebook-მა ძალადობის მაპროვოცირებელი 200-მდე ანგარიში წაშალა

Facebook-მა ძალადობრივი შინაარსისა და ამბოხის მაპროვოცირებელი 190 სოციალური მედია ანგარიში წაშალა.

ამის შესახებ ინფორმაციას New Your Post ავრცელებს.

 

გამოცემის ცნობით, "ფეისბუკმა" თეთრკანიან ჯგუფებთან დაკავშირებული ანგარიშები წაშალა, რომლებიც აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებით გამოწვეული საპროტესტო აქციების წევრების წახალისებას ცდილობდნენ. სოციალური გვერდები მოუწოდებნენ მოსახლეობას აქციებზე შეიარაღებულები მისულიყვნენ. 

 

”ჩვენ აღმოვაჩინეთ ჯგუფები, რომლებიც ცდილობდნენ აქციები ძალადობაში გადაზრდილიყო, ზოგიერთ შემთხვევაში კი ისინი აქციებზე იარაღით წასასვლელად ემზადებოდნენ”, - განაცხადა Facebook–ის ანტიტერორისტული და საშიში ორგანიზაციების პოლიტიკის დირექტორმა, ბრაიან ფითმანმა.

 

კომპანია წაშლილი ანგარიშების მომხმარებლების შესახებ დეტალურ ინფორმაციას არ აქვეყნებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ ისინი აშშ-ის თეთრკანიანი მოქალაქეები არიან, მათი საცხოვრებელი ადგილი არ სახელდება.  

 

შეგახსენებთ, Facebook-ის დამფუძნებელმა, მარკ ცუკერბერგმა განაცხადა, რომ იგი მზად არის შეიმუშაოს სპეციალური ზომები, რათა უზრუნველყოს „რასობრივი სამართლიანობა“ სოციალურ ქსელში. ცუკერბერგი აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების საკითხს გამოეხმაურა. Facebook-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში მან აღნიშნა, რომ სოციალურ ქსელში "ძალის გამოყენების მუქარის" შემცველი მასალის გამოქვეყნების პოლიტიკის საკითხსაც აუცილებლად გადახედავს.

წაკითხვა 517 ჯერ განახლდა განახლდა ივნისი 07 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.