May 15, 2024

"მადლიერი ვარ მისი, რომ მომარტყა ცხვირში ჩემი სიზარმაცე და უპასუხისმგებლობა"

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიზე სოციალურ ქსელში წერს:

 

"უფროსი ადამიანის დასწრებისა და მეთვალყურეობის გარეშე 21 წლამდე ადამიანების შეკრებას ავკრძალავდი, დიდი გოგო რომ ვიყო. ასევე, ალკოჰოლის და თამბაქოს მიყიდვას 21 წლამდე.


ბევრი წლის წინ, დოლიძის ქუჩაზე, 7 წლის შვილი გავაგზავნე სიგარეტზე და ქალმა, რომელიც ყიდდა, არ მიცსა ბავშვს და გამოაბუნძულა უკან, დედა ჩამოვიდესო. ხოდა მე დღესაც მახსოვს ის ქალი, რომელიც თვალით არ მინახავს და მადლიერი ვარ მისი, რომ მომარტყა ცხვირში ჩემი სიზარმაცე და უპასუხისმგებლობა. და დღესაც ვნანობ, რომ მაღაზიაში მისვლა და მადლობის თქმა დავიზარე მაშინ,"- წერს ის.

წაკითხვა 590 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.