May 14, 2024

"მაინტერესებს, მშობელმა რა ქნას? როგორ იცხოვროს, იმუშაოს და ეს დაამენეჯმენტოს? " - თიკა ფაცაცია

მომღერალი და ტელეწამყვანი თიკა ფაცაცია სოციალურ ქსელში ონლაინსწავლასთან დაკავშირებით სტატუსს აქვეყნებს.

მომღერლის თქმით, ის სამი შვილის დედაა და უჭირს გამოსავლის მოძებნა მაშინ, როცა სამივე მათგანი სწავლობს და თითოეულს საკუთარი სივრცე და ტექნიკა სჭირდება.

 

„სამი შვილი მყავს, პირველკლასელი, მეოთხეკლასელი და სტუდენტი. სამივეს ონლაინ უწევს სწავლა… რამდენი კომპიუტერი, რამდენი ოთახი და რამდენი ასისტენტი სჭირდება მათ? ერთმანეთსაც ვერ დაეხმარებიან, ხომ? ყველას თავისი გაკვეთილი აქვს….. როგორ უნდა შეძლონ სრულფასოვანი სწავლა, ყველა ლინკის ჩართვა და დასწრება (თან სკოლა ითხოვს მზადყოფნას, რომ არ შეჩერდეს პროცესი რომელიმე მოსწავლის გამო) და შემდეგ მეცადინეობა????? მაინტერესებს, მშობელმა რა ქნას? როგორ იცხოვროს, იმუშაოს (თუ გაუმართლა და სამსახური აქვს) და ეს დაამენეჯმენტოს??? მაინტერესებს, რა პასუხი აქვს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს“- წერს ფაცაცია. 

წაკითხვა 462 ჯერ განახლდა განახლდა სექტემბერი 14 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.