May 14, 2024

,,შემიშვით ჩემს დაუძლურებულ ძმასთან" - თორნიკე მამალაძე

ციანიდის საქმეზე დაკავებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ძმა, თორნიკე მამალაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და პატიმრობაში მყოფი ძმის დაუყოვნებლივ ნახვას ითხოვს. 

,,როგორც ჩანს მართლა ჩამოიშალა ჩვენს ქვეყანაში სახელმწიფო სისტემა. პანდემიასთან დაკავშირებულ რეგულაციებს არა მთავრობა, არამედ უკვე კონკრეტული დაწესებულებები აწესებენ: დღეს ჩანიშნული იყო პაემანი ჩემს ძმასთან ციხეში. ოპერატორი მეკითხება, როდის დავბრუნდი აჭარიდან. მე ვუპასუხე, ბოლოს ქობულეთში რომ ვიყავი 20 დღეა გასული. ოპერატორმა დაურეკა დაწესებულების დირექტორს, რომელმაც უთხრა არ შეუშვათო. მე ვუთხარი, ორი კარანტინის პერიოდი გავიდა მას შემდეგ რაც აჭარიდან დავბრუნდი და არანაირი საფუძველი არ არსებობს ჩემი არშეშვების -მეთქი. ოპერატორი კიდევ ერთხელ დაუკავშირდა ხელმძღვანელს და გადასცა ჩემი ნათქვამი, რომ ვინაიდან 12 დღეზე მეტია გასული უკვე მაქვს შესვლის უფლება, ამას ითვალისწინებს მთავრობის დადგენილება. მოკლედ, ყველაფერი იმით დამთავრდა, რომ არ შემიშვეს. მივმართავ იუსტიციის მინისტრს: მოვითხოვ აღასრულოთ ჩემთვის კანონით მონიჭებული უფლება და შემიშვათ ჩემს დაუძლურებულ ძმასთან, რომლისთვისაც ერთადერთი შვება თვეში ერთხელ მაინც ოჯახის წევრების ნახვაა. ნუ არღვევთ კანონს!", - წერს თორნიკე მამალაძე.

წაკითხვა 383 ჯერ განახლდა განახლდა სექტემბერი 15 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.