May 20, 2024

,,ვერ წარმოვიდგენდი, რომ 9 აპრილს დაღვრილ სისხლს ვინმე ისევ გმირულად დაღუპულებს დააბრალებდა, ეს ივანიშვილის სკოლაა''-შალვა ნათელაშვილი

იური მეჩითოვის განცხადებას, თითქოს 9 აპრილის ტრაგედია კარგად დადგმული შოუ იყო და რუსეთს ქართველების ხოცვა-ჟლეტა გადაწყვეტილი არ ჰქონდა, ,,ლეიბორისტული პარტიის'' ლიდერი, შალვა ნათელაშვილი გამოეხმაურა. შალვა ნათელაშვილის თქმით, აღნიშნულ განცხადებაში ბიძინა ივანიშვილის იდეები იკვეთება.

 

,,ვერ წარმოვიდგენდი, რომ 9 აპრილის ჯალათ გენერალ როდიონოვისა და საჭოთა ლიდერ მიხეილ გორბაჩოვის შემდეგ, მეოთხედი საუკუნის თვალსაწიერიდან 9 აპრილს დაღვრილ სისხლს ვინმე ისევ გმირულად დაღუპულებს დააბრალებდა და აი გამოჩნდა ეს ვინმეც, სამწუხაროდ, ბატონი მეჩითოვის სახით. როგორც ჩანს რუსოფილობა უსაზღვრო რამაა. თუმცა რას ერჩით, ეტყობა ბიძინა ივანიშვილის სკოლა. ეს უკანასკნელი ხომ სწორედ 9 აპრილის დამარბეველ ძერჟინსკის დივიზიის მეთაურ გენერალ ალექსანდრე ლებედს უფინანსებდა უკვე 1995 წელს რუსეთის საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანიას, არა მარტო უფინანსებდა, არამედ საარჩევნო შტაბის უფროსიც გახლდათ და ეს შტაბი განთავსებული იყო არც მეტი არც ნაკლები, მოსკოვში, ივანიშვილის საკუთრება როსკრედიტბანკის შენობაში. აი მთელი ჩვენი ტრაგიზმის კიდევ ერთი პათოლოგიური მტკიცებულება’’-წერს ,,ლეიბორისტული პარტიის'' ლიდერი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

წაკითხვა 742 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.