May 20, 2024

"სვეტიცხოველი საუკუნეებია იქ დგას, რაღა გუშინ გადაწყვიტა ყველამ სულის ცხონება..."

მამა პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

 

"თუ ტაძარში შესვლა ფერხდებოდა, ამის მიზეზი სასულიერო პირები არ ყოფილან... 


სვეტიცხოველი საუკუნეებია იქ დგას, რაღა გუშინ გადაწყვიტა ყველამ სულის ცხონება...


არავის მხარეს არ წარმოვადგენ, მაგრამ არ მიყვარს ტენდენციურობა...


უფლის წინაშე ყველა თანაბარია. მისთვის არ არსებობს მდიდარი, ღარიბი, მოხუცი, ახალგაზრდა...


დიახ, არ მომწონს, რომ შეძლებულები პრივილეგიებით სარგებლობენ... განსაკუთრებით არ მომწონს, ჯვრისწერის პოლიტიზირება... 


ისიც არ მომწონდა, სამების საკათედრო ტაძრის გახსნის დღეს, ქარში და წვიმაში ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებმა უბრალო მრევლი არ შეუშვა, საშვით ხდება დაშვებაო... მაშინ რატომ არავის აწუხებდა, მორწმუნე ხალხის ტაძრის გარეთ გაყინულ-გაფიჩხულ მდგომარეობაში ყოფნა?!


ბარემ ბოლომდე გულწრფელები ვიყოთ!."- წერს მამა პეტრე.

წაკითხვა 888 ჯერ განახლდა განახლდა ნოემბერი 12 2018
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.