May 20, 2024

ირინა სარიშვილი ხელისუფლებას: ,,თქვენ ვინ უნდა შეაშინოთ თქვე სულით მათხოვარო გაუმაძღარო ღორებო! თქვენ თავად გეშინიათ ხალხის!''

ირინა სარიშვილი ხელისუფლებას მიმართავს: 

 

,,მოქმედი კანონმდებლობით არჩევნების მეორე ტური უნდა დანიშნულიყო არა უგვიანეს 2 დეკემბრისა. 
ამავე კანონმდებლობით არჩევნები ტარდება უქმე დღეს. 
ხელისუფლებას შეეძლო მეორე ტურის დანიშვნა 2 დეკემბერს – კვირა დღეს, ან 25 ნოემბერს – ასევე კვირა დღეს.

მაგრამ ჰოი სასწაული – 2 დეკემბერი დათუნა სარალიძის მკვლელობის დღეა; 25 ნოემბერი – თემირლან მაჩალიკაშვილის დაბადების დღე.

"ღრმადმორწმუნე" ლამის ბერების და მონაზვნების სამოსელში გამოწყობილმა "მართმადიანებმა ამ მართლა საოცარ დამთხვევაში ღვთის ნება კი არა საფრთხე დაინახეთ, წაგების საფრთხე. ამიტომ ადექით და 28 ნოემბერი აარჩიეთ – ოთხშაბათი დღე – კანონში ხო მეორე ტურზე არ წერია უქმეო. თქვენი ქათმის ტვინებით რამდენიმე კურდღელი ერთად დაიჭირეთ – პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციის ფონზე დაღუპულების მკვლელობის და დაბადების დღეები აიცილეთ თავიდან, ხოლო ემიგრანტებს გაურთულეთ ხმის მიცემა.

და ამ უკვე მერამდენე ყოვლად სამარცხვინო გადაწყვეტილების ფონზე სრულ აგონიაში მყოფი უბადრუკი, უთავმოყვარეო მეოცნებეები და მათი სატელიტები კიდევ გამოდიხართ და იმუქრებით. 
თქვენ ვინ უნდა შეაშინოთ თქვე სულით მათხოვარო გაუმაძღარო ღორებო! თქვენ თავად გეშინიათ ხალხის! ორი მოკლული ახალგაზრდის გეშინიათ! ემიგრანტების გეშინიათ! ყველასი გეშინიათ ვინც თქვენი სალაფავიდან არ თქვეფს!

თქვენ გგონიათ ეს თქვენი უბადრუკი, უღირსი ნაბიჯები გიშველით? პირიქით, კიდევ უფრო ძლიერად დამარცხდებით და თქვენივე კანდიდატის სიტყვებით რომ გითხრათ – სადაც და როცა არ უნდა გათხაროთ, მაინც გათხრილი გაქვთ საქართველოს ისტორიაში ყველაზე სამარცხვინო, ყველაზე უბადრუკო და ყველაზე რეგვენო ხელისუფალნო!

მომავალ შეხვედრამდე 28 ნოემბერს! ''-წერს ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში. 

წაკითხვა 3652 ჯერ განახლდა განახლდა ნოემბერი 14 2018
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.