May 20, 2024

,,აგვისტოს ომის საქმეს ჯერჯერობით საერთაშორისო სისხლის სამარათლის სასამართლომდე არ მიუღწევია"-თინა ხიდაშელი

თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს: 
,,კიდევ ერთხელ ჰააგის შესახებ ანუ იმაზე რომ ამ შენ უფრო გრძელი ცხვირი გაქვს ძახილში ქვეყანა შემოგეჭყლიტათ.
1. ჰააგაში არის ორი საერთაშორისო სასამართლო. 
ანუ ის რასაც საქართველოში აქტიურად და ხშირად შეგნებულად ერთმანეთში ურევენ 2 სხვადასხვა სასამართლოა. 1 - გაეროს მართლმსაჯულების სასამართლო (ICJ) , 2 - საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლო (ICC). 
2. აგვისტოს ომის საქმეს ჯერჯერობით საერთაშორისო სისხლის სამარათლის სასამართლომდე არ მიუღწევია, ჯერ პროკურორთან არია გამოძიების სტადიაზეა. არც მანამდე ის ICC-ში არასოდეს ყოფილა. 
3. 2011 წელს ICJ-მ არ მიიღო ჩვენი საქმე განხილვაში. ეს იყო გადაწყვეტილება.
4. საქართველოს არ წაუგია საქმე ICJ-ში ეთნიკური წმენდის შესახებ. არავის დაუდგენია რომ ეთნიკური წმენდა არ მომხდარა. 
5. საქმე არ მიიღო წარმოებაში ICJ-მ არა არსობრივი მიზეზით, არამედ ტექნიკური. 
არ არის ამოწურული ადგილობრივი მექანიზმებიო. 
6. არავითარი სტრასბურგის გადაწყვეტილება ამას არ ჭირდება და არგუმენტი რომ ამას ველოდებით ყურით მოთრეულია.
7. სტრასბურგის სასამართლოც სხვაა და ევროპის საბჭოს ინსტრუმენტია. 
8. ჩვენ რაც მოგვეთხოვებოდა 2011-ის შემდეგ იყო იმის დამტკიცება რომ ამოვწურეთ ადგილობრივი მექანიზმები და საქმის შებრუნება. 
9. მაინც ინფორმაციისთვის ლუქსემბურგშია კიდევ ერთი სასამართლო და ვინმე თუ ახსენებს მერე მოგიყვებით''-წერს თინა ხიდაშელი.
წაკითხვა 749 ჯერ განახლდა განახლდა ნოემბერი 15 2018
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.