May 20, 2024

"ჯოჯოხეთს ერთი მუგუზალი აკლდა და ახლა ეს ჩამოიყვანა ივანიშვილმა საქართველოში სრული ბედნიერებისთვის"

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

 

"ჯოჯოხეთს ერთი მუგუზალი აკლდა და ახლა ეს ჩამოიყვანა ივანიშვილმა საქართველოში სრული ბედნიერებისთვის, ჩვენი მოქალაქეების უბედურების ხარჯზე,ფულის გასაკეთებლად..


აი,ამ ისრაელელ აფერისტს,რომლის სახელია მოშე, იმედი აქვს ივანიშვილს....უკურნებელი სენით დაავადებული რომ ექიმბაშთან წავა საშველად,ასეა ოლიგარქის საქმე.ამ მოშემ უპოვა მას რუმინელი ყოფილი კომუნისტი დეპუტატი ევროპარლამენტში.ამან დაუმზადა კლიპი "ჩემს დაბრუნებაზე" საქართველოში და ამ აფერისტული კლიპით აპირებს ბორია ივანიშვილი ქართველების დაშინებას ორშაბათიდან.როგორც ავსტრიიდან გამოაბუნძურეს ეს მოშე,კიდევ უფრო დიდი სკანდალით ჩაფლავდება ის საქართველოში.


ისე,ივანიშვილის საყურადღებოდ, ქართველ ებრაელებში მე ათჯერ უფრო პოპულარული ვარ,ვიდრე ბიძინა.


იმიტომ,რომ ქართველ ებრაელებს,ივანიშვილის და მისი "ოცნებისგან" განსხვავებით, საქართველო უყვართ," – წერს მიხეილ სააკაშვილი.

წაკითხვა 1039 ჯერ განახლდა განახლდა ნოემბერი 18 2018
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.