მარტი 23 2022 წაკითხვა 337 ჯერ

რადგან საინფორმაციო (ჰიბრიდულ) ომში ყველანი ჩართულები ვართ, დაუღალავად გავიმეოროთ რატომ გვინდა რუსეთისგან ხსნა, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში  ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე წერს.

მარტი 22 2022 წაკითხვა 253 ჯერ

ანუ, იტყვი "ნეიტრალური ვარ" და მორჩა? შეგეშვებიან?

აქამდე როგორ ვერ მოვიფიქრეთ ეს?

აქამდე როგორ ვერ მოიფიქრა ყველა პატარა/სუსტმა სახელმწიფომ რომ ეს ეთქვა და დაემთავრებინა ომები დედამიწაზე? - ამის შესახებ სოციალურ ქსელში "გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე წერს.

მარტი 22 2022 წაკითხვა 322 ჯერ

აბა დილა მშვიდობისა ჩემო მეგობრებო! მარიუპოლი გმირულად დგას! ყველა დიდ ქალაქს ჩვენები აკონტროლებენ! პატარებსაც იბრუნებენ! კიევთან პატარა ქალაქი მაკარივ ჩვენების კონტროლის ქვეშაა! - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ალექსი პეტრიაშვილი წერს.

მარტი 22 2022 წაკითხვა 252 ჯერ

ნეიტრალიტეტი ძალიან მაგარი რამეა, ოღონდ როცა გარანტია გაქვს რომ ვინმე თუ დაგესხმება თავს, მაგრად მოხვდება. ან შენგან, ან პარტნიორისგან, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში სერგი კაპანაძე წერს.

 

"თუ ეგ გარანტია არ გაქვს, ნეიტრალიტეტი ნიშნავს უსაფრთხოების გარანტიაზე და სუვერენიტეტზე უარის თქმას, ანუ ხვალ მოვა რუსეთი და წაიღებს რასაც უნდა. მეტს ვიდრე დღეს. მათ შორის, ჯერ გაღიარებინებს აფხაზეთს, ხვალ განალაგებს ბაზას, ზეგ წაიღებს დამოუკიდებლობას. 

 

უსაფრთხოების გარანტიებიანი ნეიტრალიტეტი რუსეთს არ აწყობს. ამიტომ არ გამოვა მაგაზე შეთანხმება. 

მეორე, უგარანტიო ნეიტრალიტეტი, ნეიტრალიტეტი არ არის. სუვერენიტეტის დათმობაა. 

 

ამიტომ, არჩევანი ნეიტრალიტეტს და ომს შორის არ არსებობს. იგივე არჩევანია, რაც ომი და დესუვერენიზაცია. 

შესაბამისად, თუ გეომებიან, უნდა იომო. 

 

და მანამდე გააგრძელო უსაფრთხოების გაძლიერება. 

 

ნატო არ გვიღებს დღეს და ამიტომ დავთმოთ სუვერენიტეტი, არის ის, რასაც რუსეთი გვეუბნება. ამას თუ ულტიმატუმის სახით გვეტყვის, ნიშნავს, რომ მოგვიწევს ომი. სამწუხაროდ. 

 

კაპიტულაციით ქვეყნების გადარჩენა არ ხდება. თუ მოგვერევა რუსეთი, მოვა დრო და დღეს ეს ბრძოლა იქნება ხვალ სუვერენიტეტის აღდგენის გარანტია. ხვალ სუვერენიტეტის დაკარგვის შიშით დღეს სუვერენიტეტის დათმობა არის სიგიჟე და სიბრიყვე.

 

ამიტომ, მისახედი გვაქვს უსაფრთხოება და დემოკრატია. რომ ეს დილემა თუ დაგვიდგა, ვიყოთ უფრო ძლიერი ვიდრე დღეს და გვყავდეს უფრო მეტი პარტნიორი, ვიდრე დღეს. ამიტომ არის ეს მთავრობა გასაშვები, რომ ვერც ერთ ამ მიზანს 9 წლის განმავლობაში ვერ მიაღწია,"- წერს სერგი კაპანაძე. 

მარტი 19 2022 წაკითხვა 297 ჯერ

ძალიან მაგარი ამბავია, რომ უცხოური ლეგიონის ლამის ნახევარი ქართველები ვართ. მხნედ ვართ, მტკიცედ, - ამის შესახებ პარტია “მოქალაქეების“ ლიდერი, უკრაინაში მყოფი ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მარტი 19 2022 წაკითხვა 306 ჯერ

უკრაინაში მყოფი საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი მიიჩნევს, რომ ამ ომს მინიმუმ ორი დადებითი შედეგი ექნება: პირველი, უკრაინა გაიმარჯვებს და უფრო გაძლიერდება, მეორე - რუსეთში ან პუტინის რეჟიმის ცვლილება მოხდება ან საერთოდ დაშლას დაიწყებს.

გვერდი 38 სულ 142
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.