April 26, 2024

„პოლიგრაფის“ ვერდიქტი - ლუგარის ლაბორატორიაში 73 ადამიანი მართლაც გარდაიცვალა

„პოლიგრაფი“ არის „ამერიკის ხმის“ განყოფილება, რომელიც ფაქტებს ჟურნალისტური გამოძიებით ამოწმებს.

ვინ თქვა: იგორ გიორგაძემ, საქართველოს სახელმწიფო უშიშროების ექს-მინისტრმა.

 

რა თქვა: „საქართველოში მდებარე რიჩარდ ლუგარის სახ. ლაბორატორიის კედლებში ამერიკელთა სამხედრო-სამედიცინო ჯგუფის ბიოლოგებისა და კერძო მონარდეების მიერ (ფედერალური კონტრაქტის საფუძველზე) შესაძლებელი იყო საიდუმლო ექსპერიმენტები ჩატარებულიყო საქართველოს მოქალაქეებზე“.

 

ვერდიქტი: ტყუილია!!!

საფუძველი: რიჩარდ ლუგარის ცენტრი საქართველოში წარმოადგენს მაღალტექნიკური ლაბორატორიას, სადაც ბიოლოგიური საფრთხეებისაგან მოსახლეობისა და ცხოველთა დაცვის მიზნით კვლევები მიმდინარეობს. კვლევები მოიცავს ეპიდემოლოგიურ ზედამხედველობას და ინფექციური დაავადებათა გამოვლენას. „რიჩარდ ლუგარის სახ. ცენტრში არავითარი კლინიკური კვლევები არასოდეს არ ჩატარებულა“, - უთხრა „პოლიგრაფს“ საქართველოში აშშ-ის საელჩოს პრეს-ატაშემ ქრისტოფერ დევენპორტმა, - „ცე“ ჰეპატიტთან ბრძოლის ჩარჩოებში ტესტირება და ანალიზი არც აშშ-ის დაავადებებთან ბრძოლის ცენტრს, არც აშშ-ის არმიის ვალტერ რიდის სახელობის კვლევით ინსტიტუტს არ განუხორციელებიათ. ამას მხოლოდ საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი აკეთებს“, - დაამატა პრეს-ატაშემ.

 

დოკუმენტები, რომლებიც იგორ გიორგაძემ თავის განცხადებაში დაიმოწმა და შემდეგ ინტერნეტში გამოაქვეყნა სათაურით „ექსპერიმენტები ადამიანებზე“, „პოლიგრაფმა“ კარგად შეისწავლა და კონსულტაციები გამართა ქართველ და ამერიკელ სამედიცინო ექსპერტებთან. იგორ გიორგაძის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტები სინამდვილეში ცენტრის პაციენტთა აღრიცხვის ჟურნალია, რომლის მიხედვით 2015-2016 წლებში (ცხრა თვის განმავლობაში) მართლაც გარდაიცვალა 73 ადამიანი, მკურნალობის პროცესში.

 

როგორც საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე ამბობს, პაციენტები დაავადებული იყვნენ „ცე“ ჰეპატიტის მძიმე ფორმით (ბოლო სტადიაში), ღვიძლის მაღალი დაზიანებით. მან „პოლიგრაფს“ აუხსნა, რომ „ცე“ ჰეპატიტთან ბრძოლის ჩარჩოებში იმ პაციენტებს, რომლებიც დაავადებულნი იყვნენ დეკომპრესული ციროზით, მძიმე ფიბროზით და სხვა გართულებებით, ცენტრში მკურნალობის შესაძლებლობა მიეცათ: „2015 წლიდან საქართველოში უპრეცედენტო პროგრამა ხორციელდება „ცე“ ჰეპატიტის აღმოსაფხვრელად. პროგრამა მოიცავს ზრდასრული ასაკის მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის კონტროლს და ინფიცირებულთა მკურნალობას, უახლესი პრეპარატებით - Sofosbuvir-ით და Ledipasvir-ით. ორივე პრეპარატი მოწონებულია აშშ-ის სამკურნალო პრეპარატებისა და კვების პროდუქტების ადმინისტრაციის მიერ, ევროპული სამედიცინო სააგენტოს ჩათვლით. პრეპარატები განკუთვნილია ბავშვებისა და უფროსი ასაკის ადამიანთა მკურნალობისთვის“, - უთხრა „პოლიგრაფს“ ამირან გამყრელიძემ.

 

როგორც ჯანდაცვის ამერიკული ინსტიტუტი აღნიშნავს, „ცე“ ჰეპატიტის დაავადების მიზეზთა შორისაა ქრონიკული ალკოჰოლიზმი, ვირუსული პათოლოგია, რომელიც საერთო ნემსის გამოყენებით ნარკომანებს გადაედებათ ხოლმე. „ცე“ ჰეპატიტით მსოფლიოში 400 ათასამდე ადამიანი კვდება წელიწადში.

 

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მიერ 2015 წლის მაის-აგვისტოში ჩატარებული გამოკვლევის მიხედვით, ქვეყნის ზრდასრული ასაკის მოსახლეობის 5,4%, ანუ 150 ათასი 3,7 მილიონი მოსახლეობიდან „ცე“ ჰეპატიტით არის ინფიცირებული. ამ დაავადებასთან წარმატებული ბრძოლის შედეგად 36 ათას 12 პაციენტიდან 24 ათას 481 გამოჯანმრთელდა.

 

წყარო: newspress.ge

წაკითხვა 1240 ჯერ განახლდა განახლდა ოქტომბერი 07 2018

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.