ვლადიმერ პუტინს ფედერაციის საბჭომ რუსეთის შეიარაღებული ძალების საზღვრებს გარეთ გამოყენებაზე თანხმობა მისცა

რუსეთის ფედერაციის საბჭომ ქვეყნის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს რუსეთის შეიარაღებული ძალების საზღვრებს გარეთ გამოყენების თაობაზე თანხმობა მისცა. ამის შესახებ რუსული მედია ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარეზე, ვალენტინა მატვიენკოზე დაყრდნობით იტყობინება.

„შეიარაღებული ძალების გამოყენებაზე თანხმობის მიცემით, ჩვენ გამოვდივართ იქიდან, რომ ეს იქნება სამშვიდობო ძალები, რომლებიც მიმართულია დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების მიწაზე მშვიდობისა და სტაბილურობის შესანარჩუნებლად“, – განაცხადა მატვიენკომ.

 

არსებული ცნობებით, ამ გადაწყვეტილებას მხარი 153-მა სენატორმა დაუჭირა. მატვიენკოს თქმით, საკითხის ღია რეჟიმში განხილვამდე კონსტიტუციური წყობის, თავდაცვის, საერთაშორისო საქმეთა შესაბამისმა კომიტეტებმა, ასევე პალატის საბჭომ უკვე განიხილეს.

წაკითხვა 320 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.