ვლადიმერ პუტინმა მზადყოფნა გამოთქვა უკრაინასთან „უმაღლეს დონეზე“ მოლაპარაკებისთვის

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მზადყოფნა გამოთქვა უკრაინასთან „უმაღლეს დონეზე“ მოლაპარაკებისთვის, – ამის შესახებ ინფორმაციას მედია ჩინეთის ტელევიზიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ინფორმაცია ვლადიმერ პუტინსა და ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ გავრცელდა.

 

გავრცელებული ცნობით, სი ძინპინმა რუს კოლეგას განუცხადა, რომ უკრაინაში კონფლიქტის მოლაპარაკების გზით დარეგულირებას მხარს დაუჭერს. ადგილობრივი მედიის ცნობით, თავის მხრივ, სატელეფონო საუბრისას ვლადიმერ პუტინმა გამოთქვა მზადყოფნა „უმაღლეს დონეზე“ მოლაპარაკებისთვის.

წაკითხვა 389 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.