"ამიერიდან მინსკის შეთანხმება აღარ არსებობს, რაღა უნდა შესრულდეს"

დიახ, რა თქმა უნდა, ამიერიდან მინსკის შეთანხმება აღარ არსებობს, რაღა უნდა შესრულდეს, თუ ჩვენ ამ სუბიექტების დამოუკიდებლობა ვაღიარეთ, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს განაცხადა.

პუტინის თქმით, გუშინ ხელმოწერილი შეთანხმებების მიხედვით, რუსეთი ამ სუბიექტებს შესაბამის დახმარებას გაუწევს, მათ შორის სამხედრო დახმარებასაც.

 

„ჩვენ ხომ მოვაწერეთ ხელი შეთანხმებებს, ამ შეთანხმებეში დონეცკის სახალხო რესპუბლიკასთან, ასევე ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკასთან არსებობს შესაბამისი პუნქტები, რომლებშიც ნათქვამია, რომ ჩვენ ამ რესპუბლიკებს აღმოვუჩენთ შესაბამის დახმარებას, მათ შორის სამხედრო დახმარებასაც. ვინაიდან იქ კონფლიქტია, ამ გადაწყვეტილებით ჩვენ ნათლად ვაცხადებთ, რომ მზად ვართ, შევასრულოთ აღებული ვალდებულებები“, –  განაცხადა პუტინმა.

 

შეგახსენებთ, რუსეთმა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა აღიარა.

 

აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გუშინ უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ გაკეთებული მიმართვისას გამოაცხადა.

წაკითხვა 324 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.