April 29, 2024

"მოსკოვის ცენტრში, საკონცერტო დარბაზში სროლისა და ხანძრის შედეგად, 40 ადამიანი დაიღუპა, 100-ზე მეტი დაიჭრა" - მედია

მოსკოვის ცენტრში სროლისა და ხანძრის შედეგად 40 ადამიანი დაიღუპა, 100-ზე მეტი დაიჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსულ სამართალდამცავ ორგანოებთან დაკავშირებული "ტელეგრამ არხი" “112” ავრცელებს.

ოფიციალური წყაროებიდან დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხი ჯერ არ გაჟღერებულა.

წინასწარი ინფორმაციით, ხუთამდე სპეციალურ ფორმებში გამოწყობილმა შეიარაღებულმა ადამიანმა მოსკოვის ცენტრში, საკონცერტო დარბაზ “კროკუს სითი ჰოლში” ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გახსნეს, რის შემდეგაც ყუმბარა ან ცეცხლგამჩენი ბომბი ისროლეს, რამაც ხანძარი გამოიწვია.

რუსული გამოცემა “მედუზას” ცნობით, ხანძრის ფართობი შესაძლოა სამი ათას კვადრატულ მეტრს მოიცავდეს. ადგილზე სამართალდამცავი და სამაშველო სამსახურები მუშაობენ.

წაკითხვა 162 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.