"ხმა მომავალს მივეცი, ვერავის წარმოუდგენია წარსულში დაბრუნება"

რა თქმა უნდა, ვერავის წარმოუდგენია წარსულში დაბრუნება, მომავალს მივეცი ხმა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ხის მიცემის შემდეგ განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, წინასაარჩევნო კამპანია ყველა სახის დემოკრატიულ მოთხოვნებს აკმაყოფილებდა.

 

„წინასაარჩევნო კამპანია, გარემო ყველა სახის დემოკრატიულ მოთხოვნებს აკმაყოფილებდა. შესაბამისად, რა თქმა უნდა, მე ხმა მივეცი დემოკრატიული ფასეულობების, სამართლიანობის, ეკონომიკურად ძლიერ ფუნდამენტზე აშენებულ ევროპულ, დასავლურ სახელმწიფოს, სახელმწიფოს და ადამიანებს, რომლებმაც იციან თავისუფლების, ღირსების ფასი და მივეცი ხმა ისეთ საქართველოს, რომელიც დღეს ბევრად უკეთესია, ვიდრე გუშინ იყო და ხვალ კიდევ უფრო უკეთესი იქნება, ვიდრე დღესაა“, - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

წაკითხვა 414 ჯერ განახლდა განახლდა ოქტომბერი 31 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.