May 2, 2024

"თამარ ჟვანია ავტომატურად წავა, ჟვანია ულუ და ჟვანია ნარინი ვერ გვეყოლება"

საარჩევნო ცვლილებების მიღების შემდეგ, თამარ ჟვანია ავტომატურად წავა - ახალი კანონით ცესკოს თავმჯდომარე ახლებურად უნდა აირჩეს და ჟვანია სავარძელში როგორ ჩაფრინდება?! - ამის შესახებ ჟურნალისტებს დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა განუცხადა.

ელისაშვილი ირწმუნება, რომ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები თამარ ჟვანიას ხელმძღვანელობით არ ჩატარდება.

 

"მიღებული იქნება ახალი კანონი, რომელიც ცესკოს თავმჯდომარის ახალი წესით არჩევას განსაზღვრავს. ბუნებრივია, ჟვანია ულუ და ჟვანია ნარინი ვერ გვეყოლება - უნდა იყოს ცესკოს ახალი თავმჯდომარე", - განაცხადა ელისაშვილმა.

 

მემორანდუმის ტექსტის მიხედვით, საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტის ინიცირება 1 მარტამდე უნდა მოხდეს და 1 მაისამდე სამივე მოსმენა დასრულდეს. პარლამენტში დღეს პირველი სხდომა გამართა საარჩევნო რეფორმის მიზნით შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა.

წაკითხვა 407 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.