"შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ, დიახ, ოპოზიცია უნდა შევიდეს პარლამენტში"
ამასთან, როგორც ელისაშვილმა აღნიშნა, მათთვის პრიორიტეტი არა რიგგარეშე არჩევნები, არამედ საარჩევნო სისტემის ფუნდამენტური ცვლილება. მისივე თქმით, სწორედ ამას გულისხმობდა საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანის გუშინდელი განცხადებები.
„ვამბობთ, რომ ჩვენთვის პრიორიტეტი არის არა რიგგარეშე არჩევნები, არამედ საარჩევნო სისტემის ფუნდამენტური ცვლილება. ქალბატონი დეგნანის გუშინდელი განცხადებები ზუსტად ამას გულისხმობდა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი არის საარჩევნო სისტემის ცვლილების საკითხი, რომ არასდროს ტარდებოდეს ისეთი არჩევნები, როგორიც 31 ოქტომბერს იყო და როგორიც 30 წელია საქართველოში ტარდება ხოლმე. ეს იყო ძალიან მკაფიო და გასაგები ნათქვამი.
დიდი მადლობლები ვართ, რომ ასე მკაფიოდ თქვა ეს აშშ-ის ელჩმა. მნიშვნელოვანია, შედგეს შეთანხმება. 31 ოქტომბრის შემდეგ ბრძოლით, მოლაპარაკებებით რაღაცას მივაღწიეთ, სადღაც უკან დავახევინეთ „ქართულ ოცნებას“ და ახლა ამის წყალში ჩაყრა, „ქართული ოცნების“ შანტაჟის ან ოპოზიციური პარტიის უპასუხისმგებლობის და ფეხების ბაკუნის გამო, არაფრით არ შეიძლება. ჩვენ ვართ მტკიცედ იმ პოზიციაზე, რომ შეთანხმება არის აუცილებელი. ჩვენ მთელი რისხვა მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ დავიტეხეთ თავზე, რომ ვთქვით, შეთანხმება არის უმნიშვნელოვანესი“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
სიახლეები
- "მე რომ „ქოცი“ ვიყო, ოქტომბრის შემდეგ მომავალზე სერიოზულად დავფიქრდებოდი" - მიხეილ სააკაშვილი
- "დღეს შავ-ბნელი ძალები ცდილობენ საზოგადოების გახლეჩას" - სალომე ზურაბიშვილი
- "უმრავლესობის დეპუტატებს პირდაპირ გეუბნებით: არ მოგასვენებთ!" - მამუკა ხაზარაძე
- "მართლწესრიგის აღდგენის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოიყენა კანონით დადგენილი სპეციალური საშუალებები" - შსს
- “ხელისუფლების ქცევას რაციონალური ახსნა არა აქვს, ფაქტია, ადეკვატურობის საზღვრებიდან არიან გასული” - გიორგი გობრონიძე