May 17, 2024

“ევროკავშირის ტრანშის საკითხმა შესაძლოა არჩევნებამდე გადაიწიოს”

"19 აპრილის შეთანხმების განხორციელება არის მთავარი გარანტია, რათა საქართველომ თავისი ქვეყნისა და მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე დემოკრატიული დღის წესრიგი განახორციელოს"- ასეთია ევროპის საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ძირითადი გზავნილი ყველა პოლიტიკური პარტიისადმი, რომელიც მან ბათუმში გამართულ საერთაშორიოს კონფერენციის შემდეგ გააკეთა”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით,“ევროკავშირის ტრანშის საკითხმა შესაძლოა არჩევნებამდე გადაიწიოს” - ზაქარეიშვილი

 

"საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში "ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანფრომაცია", ესწრებოდნენ უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი, მოლდოვას პრეზიდენტი მაია სანდუ. ქართულ მხარეს წარმოადგენდა პრემიერ- მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. კონფრენციის მთავარი საკითხი იყო მოლდოვის, საქართველოს და უკრაინის სამმხრივი ურთიერთობის გაძლიერება და სამომავალო გეგმები. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცახდებით, შარლ მიშელს მიაწოდა სრული ინფორმაცია როგორ სრულდება მმართველი გუნდის მხრიდან შეთანხმებით ნაკსირი ვალდებულებები”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

„ოპოზიცია კი ევროპის საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ იმედოვნებს, რომ უახლოეს მომავალში დასავლეთის მხრიდან ზეწოლის მექანიზმები ხელისუფლებაზე უფრო გაძლიერდება, რომელიც ღიად და აშკარად უარს ამბობს ქვეყნის ევროპულ მომავალზე. ოპოზიციაში არ გამორიცხავენ, რომ შარლ მიშელის დოკუმენტის შეუსრულებლობის გამო შეიძლება ხელისუფლებას სანქციები დაეკისროს. შარლ მიშელმა კი ქართულ პოლიტიკურ სპექტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების სწრაფი დანიშვნა სრულიად არ ასახავს კონსულტაციების შედეგებს და ეს დაკარგული შესაძლებლობაა. მას არც ის დაუმალავს, რომ მართლმსაჯულების რეფორმა, რომელიც მთავარი ნაწილია 19 აპრილის შეთანხმებით არის წინაპირობა, საქართველოსთვის ევროკავშირის მიკროფინანსური დახმარების. „ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა კიდევ ერთხელ მოუწოდა ოპოზიციურ პარტიებს, რომლებსაც ამ დრომდე ხელი არ აქვს მოწერილი 19 აპრილის შეთანხმებაზე, ხელი მოაწერონ ამ შეთნხმებას”, - განაგრძობს გამოცემა.

 

"პოლიტოლოგ პაატა ზაქარეიშვილის შეფასებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნით ხელისუფლებამ დასავლეთი ფაქტის წინაშე დააყენა. "ხელისუფლებას უნდოდა არჩევნებამდე დაესწრო მოსამართლეების დანიშვნა და დასავლეთი ფაქტის წინაშე დააყენა. ახლა მოსამართლეები უკვე დანიშნული არიან და ამას უკან ვეღარ წაიღებ, ახლა დასავლეთი ფიქრობს დღეიდან რას ვაკეთებთ. "ჩემი აზრით, არჩევნებამდე ტრანშის საკითხი გადაიწევს. რაც შეეხება მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერას და მის შესრულებას, რომლისკენაც მოუწოდა ევროპული საბჭოს პრეზიდენმა, თუ "ნაცმოძრაობა" ხელს არ აწერს, ეს ტრაგედია არ არის, ან რას მიჰყვება ხელისუფლება "ნაცმოძრაობას" საფლავში. მან ქართველ ხალხს უნდა ჩაბაროს ანგარიში. შენ მოაწერე ხელი და შენ უნდა გააკეთო"- განაცხადა "რეზონანსთან" პაატა ზაქარიეშვილმა. პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია "რეზონანსთან" შარლ მიშელის გზავნილების შეფასებისას, აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება დასავლეთთან ღირებულებათა კონფლიქტში შევიდა და ამიტომ მკაცრი მექანიზმების ამოქმედებას არ გამორცხავს. "შარლ მიშელი სასწაულებს ვერ მოახდენს ამ შეთანხმებასთან დაკავშირებით, მან უკვე მოუწოდა იმ პარტიებს, ვინც ხელი არ მოაწერა, ხელი მოაწერონ. ასევე განცხადებები გაკეთდა მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით და მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. რაც შეეხება ზეწოლის მექანიზმების ამოქმედებას, საქართველოს ხელისუფლება დასავლეთთან ღირებულებთა კონფლიქში შევიდა და თუ ამ პოლიტიკას არ შეცვლის, გამორიცხული არაფერია"- განაცხადა "რეზონანსთან" კორნელი კაკაჩიამ”, - წერს სტატიის ავტორი.a

წაკითხვა 358 ჯერ განახლდა განახლდა ივლისი 20 2021

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.