May 20, 2024

"საკრებულოში მისვლას გადავწყვეტ მე, მივალ, როცა საჭიროა და გავცემ ყველანაირ შეკითხვას პასუხს, როცა ამის დრო და აუცილებლობა იქნება"- კახა კალაძე

საკრებულოში მისვლას გადავწყვეტ მე, მივალ, როცა საჭიროა და გავცემ ყველანაირ შეკითხვას პასუხს, როცა ამის დრო და აუცილებლობა იქნება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

დედაქალაქის მერი საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატების მოთხოვნას გამოეხმაურა, რომ კახა კალაძე ვაკის პარკში მომხდართან დაკავშირებით საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე მივიდეს.

 

„კახა კალაძეს არასდროს არ დაუხევია უკან ოპოზიციასთან თანამშრომლობაზე, არასდროს. აი, თუნდაც ახალი არჩეული იყო საკრებულო, როდესაც ვიყავი მისული. მაშინვე დავაფიქსირე ჩემი მზადყოფნა თანამშრომლობასთან, მაგრამ თანამშრომლობა ცალმხრივი ვერ იქნება. შესაბამისად, ჩვენ გვახსოვს მათი დამოკიდებულება, განცხადებები, შეურაცხყოფები, ცილისწამება. თუკი რაიმე სიბინძურე შეიძლება ადამიანმა მოიფიქროს, ყველაფერს კადრულობენ. საკრებულოში მისვლას რაც შეეხება, ამას გადავწყვეტ მე. მივალ, როცა საჭიროა და გავცემ ყველანაირ შეკითხვას პასუხს, როცა ამის დრო და აუცილებლობა იქნება.

 

რაც შეეხება გამოძიებას, მიმდინარეობს. თუკი რაიმე დამატებითი ახალი გარემოებები გამოიკვეთება, ამას, მერწმუნეთ, მოჰყვება შესაბამისი რეაგირება. უპირველესად, ეს ჩვენს ინტერესში შედის, რომ საზოგადოებამ გაიგოს სიმართლე და გავიგოთ, რეალურად რა მოხდა, რა პრობლემა იყო.

 

მე არ მინდა უბრალოდ, გამომივიდეს არასწორად, რადგან გამოძიება მიმდინარეობს და ჩემი რაიმე განცხადებებით ხელი შევუშალო გამოძიებას“, – განაცხადა კალაძემ.

წაკითხვა 223 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.