May 15, 2024

"თუ ცოცხალი გადავრჩი, საკუთარ მომავალს მხოლოდ უკრაინაში ვხედავ"- მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გერმანულ გამოცემა Spiegel-თან სამომავლო გეგმებზე საუბრისას, აღნიშნავს, რომ „თუ ცოცხალი გადარჩება“, იგი საკუთარ მომავალს „მხოლოდ უკრაინაში ხედავს“.

მისი თქმით, ძალიან საცოდავია იმის ყურება, როგორ იქცევა საქართველო კრემლის საიდუმლო მოკავშირედ.

 

“ამ ქვეყნის ისტორიაში როლი უკვე ვითამაშე და წარმოუდგენლად გამიმართლა, რომ ზელენსკისთან მუშაობის საშუალება მქონდა, რომელსაც თავისუფალი სამყაროს ლიდერად ვხედავ.

 

საპირისპიროდ, ძალიან საცოდაობაა იმის ყურება, როგორ იქცევა საქართველო კრემლის საიდუმლო მოკავშირედ ამ ომში”, - აღნიშნა სააკაშვილმა.

წაკითხვა 211 ჯერ განახლდა განახლდა იანვარი 28 2023
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.