"ღირსების საქმეა, რომ არ მოვითმინოთ სამარცხვინო განცხადებები უკრაინის მაღალჩინოსნების მხრიდან"- ირაკლი კობახიძე

ბახმუტში უნდა გავუშვათ თუ სად უნდა გავუშვათ სამკურნალოდ, გინდათ კიევში და ლვოვში. ეს ხომ სირცხვილია და ღირსების საქმეა, რომ არ მოვითმინოთ ჩვენ ასეთი სამარცხვინო განცხადებები უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნების მხრიდან, - ამის შესახებ პარტია ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემმიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა "საზოგადოებრივ მაუწყებელთან".

კობახიძის თქმით, იუსტიციის მინისტრმა შესთავაზა, ჩამოეყვანათ ნებისმიერი უცხოელი ექიმი, რასაც მათი მხრიდან არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია.

 

„ყველაზე სათუთი ფსიქიკა აღმოაჩნდა მიხეილ სააკაშვილს 9 ათას პატიმარს შორის. გაუგონარ რაღაცებზე ვსაუბრობთ. სირცხვილიც არის ასეთ თემებზე ლაპარაკი რომ გვიწევს, ეს ერთი.

 

მეორე, იუსტიციის მინისტრმა გააკეთა ღია შეთავაზება, ჩამოეყვანათ ნებისმიერი ექიმი, აქ ყველანაირი აპარატურა არის, არაჩვეულებრივი პირობებია, ყველაფერი. თუ ექიმები არ მოსწონთ, აქაც შეთავაზება გააკეთა იუსტიციის მინისტრმა, ჩამოეყვანათ ნებისმიერი უცხოელი ექიმი და მიხედავდა პატიმარს. ამაზე არანაირი რეაგირება არ იყო ხომ?- რა დარჩა, არაფერი. ერთადერთი დარჩა ქართული ჰაერი. თუ ქართული ჰაერი აისახება უარყოფითად მის ჯანმრთელობაზე, ეს არ ვიცი. თუ მაინცდამაინც პოლონური ან უკრაინული ჰაერი უნდა ჩაყლაპოს. უკრაინული მხარე რომ გეუბნება, უკრაინაში გამოუშვი სამკურნალოდო, ეს ახლა დაცინვა არ არის?“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

წაკითხვა 471 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.