May 19, 2024

იმედი მაქვს, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მცდელობა სათანადოდ იქნება აღიარებული 2023 წლის გაფართოების ანგარიშში - ილია დარჩიაშვილი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი იმედოვნებს, რომ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების მცდელობა სათანადოდ იქნება აღიარებული.

 

ამის შესახებ დარჩიაშვილმა ევროკომისარ ვარჰეისთან შეხვედრის შემდეგ "ტვიტერში" დაწერა.

 

"ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან შეხვედრაზე ჩვენ ყურადღება გავამახვილეთ საქართველოს პროგრესზე ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, ასევე, 12 რეკომენდაციის შესრულებაზე. იმედი მაქვს, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მცდელობა სათანადოდ იქნება აღიარებული 2023 წლის გაფართოების ანგარიშში", - აღნიშნულია მინისტრის "ტვიტში".

წაკითხვა 186 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.