May 19, 2024

ამერიკულმა კანონმა, რომლის ქართული ანალოგის ინიცირებას საქართველოში დიდი ვნებათაღელვა მოყვა, მთლიანად გააშიშვლა რადიკალური ოპოზიციის რეალური ზრახვები - მამუკა მდინარაძე

ამერიკულმა კანონმა, რომლის ქართული ანალოგის ინიცირებას საქართველოში დიდი ვნებათაღელვა მოყვა, გუშინ მთლიანად გააშიშვლა რადიკალური ოპოზიციის რეალური ზრახვები, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ წერს.

 

მამუკა მდინარაძის შეფასებით, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, „ნაციონალური მოძრაობა“ და მათი დავალების მიმცემები, ოფიციალური ლობისტების მეშვეობით, საქართველოს დასანქცირებაზე მუშაობენ.

 

„ამერიკულმა კანონმა, რომლის ქართული ანალოგის ინიცირებას საქართველოში დიდი ვნებათაღელვა მოყვა, გუშინ მთლიანად გააშიშვლა რადიკალური ოპოზიციის რეალური ზრახვები:

 

სააკაშვილი, „ნაცმოძრაობა“ და მათი დავალების მიმცემები, ოფიციალური ლობისტების მეშვეობითაც კი, საქართველოს დასანქცირებაზე მუშაობენ!

 

ლობისტები უწერენ ევროპარლამენტარებს საქართველოს საწინააღმდეგო რეზოლუციების ტექსტებს!

 

პარალელურად, მოპარული კვლევის ნიმუშებით ცდილობენ ექსპერტიზების გაყალბებას და განზრახ აზიანებენ საქართველოს იმიჯს!

 

ერთი სიტყვით, უკვე მტკიცებულებებით, უტყუარად დასტურდება, რომ ცდილობენ საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციის განადგურებას, რითაც, მოცემულ დროს, განსაკუთრებით მტრობენ ქვეყნის ევროპულ მომავალს!“, - წერს მდინარაძე სოციალურ ქსელში.

წაკითხვა 215 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.