April 30, 2024

"სანაძლეოს ვდებ, რომ პრეზიდენტს ვერ გადააყენებენ"- იაგო ხვიჩია

სანაძლეოს ვდებ, რომ პრეზიდენტს ვერ გადააყენებენ - დარბაზში უნდა ვიყო, რომ საკუთარ მოგებას თვალებში ჩავხედო, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „გირჩის" დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისი თქმით, კენჭისყრაზე დასწრებას გეგმავს, თუმცა მასში მონაწილეობას არ აპირებს და მხოლოდ კოლეგებს დააკვირდება.

 

"ამ პროცესს რომ ჩემთვის ინტერესი მიეცეს, ვაპირებ სანაძლეო დავდო, რომ პრეზიდენტს ვერ გადააყენებენ და დავდო მილიონი ქართული დოლარი - ესა "გირჩის" ვალუტა, ვინც დამენიძლავება. შესაბამისად, დარბაზში უნდა ვიყო, რომ საკუთარ მოგებას თვალებში ჩავხედო. გადაბირების რისკი ("ქართული ოცნების" მხრიდან) არსებობს, ამიტომ ვდებ სანაძლეოს.

 

მონაწილეობას იმპიჩმენტში არ მივიღებთ. სხდომათა დარბაზში შევალთ და დავაკვირდებით ჩვენს კოლეგებს, არაფერში მონაწილეობას არ მივიღებთ, წითელ ღილაკზე დაჭერა დროის კარგვაა ამ პარლამენტში, არაფერზე არდაჭერაც წინააღმდეგობას ნიშნავს",- განაცხადა ხვიჩიამ.

წაკითხვა 587 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.