April 30, 2024

„ნაცმოძრაობამ“ რაც უნდა დასავლური კურსი აჩვენოს, 2008 წელს მათი ღალატი არავის დაავიწყდება" - მამუკა მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, საქართველომ გუშინ სტრასბურგში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საქმე მოიგო.

მისივე თქმით, საქართველო რუსეთის წინააღმდეგ ყველა სამართლებრივ დავას იგებს.

 

„აქეთ „რუსული კანონის“ დაინიცირებას გვაბრალებენ, იქით რუსეთს ძალიან მაგრად ვუგებთ. ეს არის რუსული ბოროტების, ოკუპაციის და ნაცური ბოროტების – ოკუპაციის ხელშეწყობის კვალი და მისი დამარცხება. გუშინ სტრასბურგში მოვიგეთ მძიმე მემკვიდრეობის შედეგად, რუსული ოკუპაციისა და „ნაცმოძრაობის“ ხელშეწყობით ბორდერიზაციის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საქმე.

 

ოკუპანტის წინააღმდეგ ყველა სამართლებრივ დავას ვიგებთ და ერთადერთი უსუსური არგუმენტი, რაც რუსებს აქვთ, არის, „ნაცმოძრაობამ“ რომ შემოუხაზა და სამხრეთ ოსეთი დაარქვეს. ეს არგუმენტიც გავუბათილეთ. ეს ერთი მოქმედება და მათი ღალატი არ ნიშნავს, რომ შეიძლება, მართლა სამხრეთ ოსეთზე იყოს საუბარი, ის არის საქართველოს ტერიტორია, ცხინვალის რეგიონი, სამაჩაბლო. ამას რუსებთან ყოველთვის მოვიგებთ და „ნაცმოძრაობამ“ რაც უნდა დასავლური კურსი აჩვენოს, 2008 წელს მათი ღალატი არავის დაავიწყდება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა საქმეზე – „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“, რომელიც ეხება 2008 წლის კონფლიქტის შემდეგ დაწყებული „ბორდერიზაციის“ შედეგად ადამიანის უფლებების დარღვევებს. სტრასბურგის სასამართლომ რუსეთის მხრიდან ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი დარღვევა დაადგინა.

წაკითხვა 127 ჯერ განახლდა განახლდა აპრილი 10 2024

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.