April 30, 2024

"გამჭვირვალობის კანონის დაკავშირება ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკებების გახსნასთან, სწორი მიდგომა არ არის, ეს განხილვის საგანი არ უნდა იყოს" - ილია დარჩიაშვილი

გამჭვირვალობის შესახებ კანონის რაიმე ტიპით დაკავშირება ევროინტეგრაციასთან არასწორი მიდგომაა და ეს განხილვის საგანი არ უნდა იყოს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა საქართველოში ევროკავშირის ელჩის დღევანდელი განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

ილია დარჩიაშვილის თქმით, ევროკავშირში გასაწევრიანებლად მოლაპარაკებების გახსნის წინაპირობა უნდა იყოს იმ რეკომენდაციების შესრულება, რომლებიც ევროკავშირმა დაუსახა საქართველოს.

 

არ მომისმენია ევროკავშირის ელჩის განცხადება, თუმცა მიმაჩნია, რომ ამ კანონის მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირება სწორი მიდგომა არ არის. ევროკავშირში ჩვენი შემდგომი ინტეგრაცია დამოკიდებულია იმ რეფორმების დღის წესრიგთან, რომლებზეც შევთანხმდით და გვაქვს რეკომენდაციების შესაბამისად. ჩვენ ამ პროცესს მივყვებით, პასუხისმგებლობით ვეკიდებით ყველა ვალდებულებას, რომელიც ავიღეთ და ამას შევასრულებთ, რაც აუცილებლად მთავარი პირობა უნდა იყოს იყოს, რომ საქართველო გადავა შემდეგ ფაზაში. ესაა მოლაპარაკებების გახსნა. ამ კანონის რაიმე ტიპით დაკავშირება ევროინტეგრაციასთან არასწორი მიდგომაა და მიმაჩნია, რომ ეს არ უნდა იყოს განხილვის საგანი. კანონპროექტთან დაკავშირებით ჩვენ ვთქვით, რომ მთავარი არის გამჭვირვალობა. გამჭვირვალობა არის მთავარი ქვაკუთხედი საქართველოს ევროპული ინტეგრაციისა. ყველა ვალდებულია, იყოს ანგარიშვალდებული ქართველ ხალხთან. ამ კანონმა არ უნდა შეუშალოს ხელი და ვერ შეუშლის ხელს ევროინტეგრაციას. ეს პროცესი მჭიდროდაა დაკავშირებული რეკომენდაციებთან, რომლებიც მოგვცა ევროკომისიამ და ეს ევროსაბჭომ დაადასტურა. შესაბამისად, ჩვენი ევროპული ინტეგრაცია დამოკიდებულია იმ დღის წესრიგზე, რომელიც შევათანხმეთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან. გამჭვირვალობის კანონი კი ჩვენს ქვეყანაში მეტ გამჭვირვალობას და ევროპულ სტანდარტებს ემსახურება“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

 

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი ევროპულ ნორმებსა და ღირებულებებთან შეუთავსებელია. მისივე თქმით, „განსაკუთრებით ამჟამინდელ კონტექსტში, ევროკომისიისთვის ძალიან რთული იქნება, გააკეთოს დადებითი შეფასება ამ კანონის მიღების შემთხვევაში“.

წაკითხვა 117 ჯერ განახლდა განახლდა აპრილი 12 2024

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.