"რუსეთმა დაიწყო ჰიბრიდული სტრატეგია და ცდილობს, შეგვაჩეროს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე და მათ, ცხადია, ეხმარება დღევანდელი ხელისუფლება - ეს არის რუსული კანონი, პუტინის კანონის ზუსტი ასლი" - პრეზიდენტი

ეს არის რუსული კანონი, ეს არის პუტინის კანონის ზუსტი ასლი, რომელიც რამდენიმე წლის წინ მიიღეს სამოქალაქო საზოგადოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების განადგურების მიზნით, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, შარშან, ეს კანონი ვერ მიიღეს და ჩვენ მოგვანიჭეს კანდიდატის სტატუსი საქართველოს მოსახლეობის პროტესტის წყალობით.

 

ახლა ჩვენ ერთი ნაბიჯით მიახლოებული ვართ ევროკავშირში გაწევრიანებას, რადგან წლის ბოლოს, შესაძლოა მიიღონ გადაწყვეტილება საქართველოს გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების შესახებ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია და რუსეთმა დაიწყო ჰიბრიდული სტრატეგია და ცდილობს, შეგვაჩეროს ამ გზაზე და მათ აშკარად ეხმარება დღევანდელი ხელისუფლება“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

 

კითხვაზე, რას მოიმოქმედებს ის, თუკი საქართველოს ხელისუფლება კანონპროექტს დაამტკიცებს, პრეზიდენტმა უპასუხა, რომ შეუძლია ვეტო დაადოს, მაგრამ ეს უფრო სიმბოლური ვეტო იქნება, რადგან მმართველ პარტიას ვეტოს დაძლევის შესაძლებლობა ექნება.

 

„ასე რომ, ახლა მნიშვნელოვანია ჩვენი პარტნიორების ყურადღების მიქცევა, რადგან კანონი ჩვენი პარტნიორების, საქართველოში მოქმედ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის წინააღმდეგაც არის მიმართული. ეს არის ნამდვილად გეოპოლიტიკური ომი, არა სამხედრო ომი, როგორსაც თქვენ ახლა უკრაინაში ხედავთ, არამედ სხვა ტიპის, „რბილი“ ომი“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

წაკითხვა 122 ჯერ განახლდა განახლდა აპრილი 18 2024

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.