May 18, 2024

რისთვის შემოვიდა საქართველოში რუსეთისთვის ყველაზე საძულველი ამერიკული ხომალდი

"რუსეთს ყველაფერზე, რაც მისი საზღვრების სიახლოვეს ხდება, ავადმყოფური რეაქცია აქვს;

ის ამის წინააღმდეგ წავა და ასევე, საპასუხო მცდელობებიც ექნება. რაც იმაში გამოიხატება, რომ იგი გააძლიერებს ოკუპირებული ყირიმის ნახევარკუნძულის კიდევ უფრო მილიტარიზაციას და ოკუპირებული აფხაზეთის სანაპიროზე დამატებითი სამხედრო ინფრასტრუქტურის შექმნას მოახდენს" - ასე აფასებს „არსენალის" მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი „რეზონანსთან" საუბრისას ბათუმის პორტში ამერიკული ხომალდის „დონალდ კუკის" შემოსვლას. საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ამერიკული ხომალდი, სარაკეტო გამანადგურებელი „დონალდ კუკი" გამოჩნდა; იგი ბათუმის პორტს ეწვია და ქართველ კოლეგებთან, სანაპირო დაცვის თანამშრომლებთან დაგეგმილ წვრთნებში მიიღო მონაწილეობა. წვრთნების მიზანი იყო, მიუხედავად რუსეთის აგრესიული ქმედებისა, დემონსტრაციის მოწყობა, რომ შავი ზღვის აკვატორიაში გადაადგილება თავისუფალია“, - წერს გაზეთი „რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, რისთვის შემოვიდა საქართველოში რუსეთისთვის ყველაზე საძულველი ამერიკული ხომალდი / რას ნიშნავს „დონალდ კუკის“ გააქტიურება შავ ზღვაში და როგორ გეგმავს რუსეთის აგრესიის შეჩერებას.

 

"ალადაშვილის განცხადებით, მსგავს მანევრს ამერიკული მხარე წელიწადში რამდენჯერმე ახორციელებს და ამჯერად, ის საქართველოს ეწვია. „დონალდ კუკი" აშშ-ს სარაკეტო სამხედრო ხომალდია, ის შავ ზღვას ტრადიციულად წელიწადში რამდენჯერმე სტუმრობს. ასე რომ, გუნდი ერთხელ ბათუმსაც ესტუმრა, ამაში სიახლე არაფერი არაა. „რუსეთს კონკრეტულად „კუკთან" დაკავშირებით პირადი დაპირისპირება აქვს. როდესაც „კუკი" შავ ზღვაში იყო შემოსული, მის თავზე რუსულმა საბრძოლო თვითმფრინავმა გადაიფრინა და ეს დაპირისპირებაც სწორედ იმ პერიოდიდან იწყება. „მიუხედავად იმისა, რომ ამ სანაპიროს პერიმეტრს ნატო ან მისი მეგობარი ქვეყნები აკონტროლებს, შავ ზღვაში დღეს ყველაზე ძლიერ ძალას სწორედ რუსეთის შავი ზღვის ფლოტი წარმოადგენს, რომლის გადაიარაღება რუსეთმა სწრაფი ტემპებით დაიწყო," - აღნიშნა მან“, - აღნიშნავს გამოცემა.

 

"მისი თქმით, 21 დღის შემდეგ ამ ხომალდს რეგიონის დატოვება მოუწევს: „შავ ზღვაში სამხედრო ხომალდების ჯგუფი ყოფნა დასაშვებია არა უმეტეს 21 დღე-ღამისა. ამ ვადის გასვლის შემდეგ ამ ხომალდების ჯგუფმა აუცილებლად უნდა დატოვოს შავი ზღვის აკვატორია. თუ კონვენცია შენარჩუნდა, როგორც ამერიკელებს, ასევე შავი ზღვისპირა ქვეყანებს, თავიანთი სახომალდო ჯგუფების სამ კვირაში ერთხელ ცვლა მოუწევთ. „დღეს შავი ზღვის აკვატორიაში დარღვეულია ერთგვარი პარიტეტი, რომელიც თავის დროზე ცივი ომის დროს იყო დამყარებული. გასული საუკუნის 70-80-იან წლებში, როდესაც შავის ზღვისპირა ქვეყნებს მხოლოდ საბჭოთა კავშირი წარმოადგენდა, - საბჭოთა ბანაკში შემავალი რუმინეთი და ბულგარეთი. ნატო-ს ერთადერთი ქვეყანა, - თურქეთი წარმოადგენდა. „საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, შავი ზღვისპირა ქვეყნებიდან რუსეთი აკონტროლებს თავის ნაწილს, თუმცა ამას უნდა დავუმატოთ ოკუპირებული აფხაზეთის და ყირიმის ნახევარკუნძულის სანაპირო ზონებიც," - განაცხადა ირაკლი ალადაშვილმა“, - წერს სტატიის ავტორი.

წაკითხვა 1266 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.