დაინიშნება თუ არა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები შემოდგომაზე და ელოდება თუ არა ბიძინა ივანიშვილი შუალედური არჩევნების შედეგბს?

“დაინიშნება თუ არა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები შემოდგომაზე და ელოდება თუ არა ბიძინა ივანიშვილი შუალედური არჩევნების შედეგბს?

მედიაში კულუარულად ბოლო დროს გამოდის ინფორმაცია, რომ "ოცნების“ შიგნით გუნდის ნაწილი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის საჭიროებას ხედავს, მათი აზრით, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა ქვეყანა პოლიტიკურ კრიზისში შევიდეს. თუმცა, როგორც ცნობილია, ივანიშვილის დათანხმებას ვერ ახერხებენ და ის შუალედური არჩევნების შედეგებს ელოდება. რაზე იქნება დამოკიდებული ვადამდელი არჩევნების დანიშვნა-არდანიშვნა - „რეზონანსთან“ ანალიტიკისოები განმარტავენ, რომ პირველ რიგში გასათვლელია, შემოდგომაზე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა მმართველ გუნდს რაში სჭირდება და ამით რას მოიგებს”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, სამი ფაქტორი, რომლის გათვალისწინებითაც შესაძლოა ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს

 

"მათი აზრით, არჩევნების დანიშვნა სამ რამეზე იქნება დამოკიდებული. პირველი - ეს შუალედური არჩევნების შედეგები იქნება, ასევე საგარეო პარტნიორების განწყობა და კიდევ - რას შეიძლება ამაზე საქართველოს პრეზიდენტი ფიქრობდეს. ახალი კონსტიტუციის თანახმად, არჩევნებს პრეზიდენტი ნიშნავს ორ შემთხვევაში: პირველი – თუ პარლამენტი არ ამტკიცებს ბიუჯეტს, რომელიც დიდი ხანია დამტკიცებულია და დეკემბრამდე ეს ფაქტი აღარ მოხდება, და მეორე – თუ გადადგა მთავრობა და ვერ მტკიცდება ახალი. მართალია, „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა აღარ ჰყავს, მაგრამ არც სჭირდება, რადგან ახალი კაბინეტის დასამტკიცებლად 76 დეპუტატის ხმას ამ მოწვევის დროს ყოველთვის მოაგროვებს. თუმცა, ანალიტიკოსები ამბობენ, რომ საქართველოს ხელისუფლების კრიტიკა დასავალელი პარტნიორების მხრიდან ბოლო დროს და განსაკუთრებით საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გახშირდა. თუმცა, ექსპერტები აცხადებენ, რომ „ოცნებას“ შემოდგომისთვის ხალხისთვის ბევრი არაფერი ექნება სათქმელი და მას ახალი ნარატივის მოძებნა მოუწევს, რაც საკმაოდ რთული იქნება“, - აღნიშნავს გამოცემა.

 

"სააკაშვილის ფაქტორი უკვე მოძველდა და ხალხი ეკონომიკური და სოციალური გაჭირვების ფონზე ხელისუფლებისგან სრულიად ახალ რამეს მოელის. ამიტომაც სწორია დამოკიდებულება, რომ ახლა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა მმართველ გუნდს დიდად არაფერში წაადგება. „ქართული ცონების“ წევრი აკაკი ზოიძე „რეზონანსთან“ მედიაში გავრცელებულ ინფორმაცას ჭორს უწოდებს და ამბობს, რომ მსგავსი საუბრები გუნდის შიგნით არ მიმდინარეობს. მისი აზრით, ასევე საფუძველს მოკლებულია იმაზე საუბარი, რომ შუალედური არჩევნების შედეგებმა, შესაძლოა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა გამოიწვიოს, რადგანაც ზოიძე დარწმუნებულია, რომ „ოცნება“ მაისში გამარჯვებას შეძლებს. „გუნდის შიგნით მსგავს რამეზე საუბარი არ მიმდინარეობს. მგონია, რომ ეს მხოლოდ ჭორია და ახლა არ დგას ქვეყანაში იმის საჭიროება, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს. არც ის მგონია საფუძვლიანი მოსაზრება, რომ ეს შუალედური არჩევნების შედეგებზე იქნება დამოკიდებული, რადგანაც ხელისუფლება გამარჯვებას შეძლებს. არანაირი პოლიტიკური კრიზისი არ არის და ეს მხოლოდ უსაფუძვლო ჭორაობაა და ამაზე კომენტარიც კი ზედმეტი მგონია“, - აცხადებს აკაკი ზოიძე „რეზონანსთან“, - განაგრძობს გამოცემა.

 

"ქართული ოცნების“ კიდევ ერთი წევრი ნუკრი ქანთარია „რეზონანსთან“ ამბობს, რომ მსგავს თემაზე გუნდის შიგნით საუბარი არ ყოფილა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის დროც აღარ არის. ქანთარია აცხადებს, რომ 2020 წლის არჩევნებამდე წელიწად ნახევარიღა რჩება და ქვეყანაშიც არ არის ისეთი სიტუაცია, რომ ვადამდელის დანიშვნის აუცილებლობა არსებობდეს. „მედიაში და საზოგადოებაში არის ამაზე ლაპარაკი, მაგრამ მინდა დაგარწმუნოთ, რომ მსგავსი სახის საუბარი გუნდის შიგნით არ ყოფილა. ცალკეული დეპუტატებიც ვიცი, რომ ახლა არჩევნების დანიშვნას მიზანშეწონილად არ მიიჩნევენ. ახლა ამის არც დროა და არც სიტუაცია. „ქვეყანაში არ არის ისეთი პოლიტიკური კრიზისი, რომ ამის აუცილებლობა გაჩნდეს. რაც შეეხება შუალედურ არჩევნებს, მგონია, რომ მეორე ტურები იქნება, თუმცა „ოცნება“ გამარჯვებას მაინც შეძლებს. თუ წააგებს ზოგ რაიონში ეს ჩვეულებრივ ამბად უნდა აღვიქვათ და არა ტრაგედიად. ახლა ამის გამო ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა მითუმეტეს არასწორი მგონია“, - აცხადებს ნუკრი ქანთარია „რეზონანსთან“. „შემოდგომაზე რომ არჩევნები დაინიშნოს, ამით „ოცნებას“ არ მგონია დიდი ხეირი ჰქონდეს“, - ამბობს ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე. მისი თქმით, თუ პროცესები ისევ ისე უნდა გაგრძელდეს, როგორც ახლა მიდის, მაშინ ჯობია რომ სასწრაფოდ დაინიშნოს, რადგანაც ერთი წლის შემდეგ მდგომარეობა უფრდო კატასტროფული იქნება“, - დასძენს გამოცემა.

 

"თუმცა, თუ მმართველ გუნდს ქვეყანაში რაიმეს შეცვლა უნდა და ხალხისთვის რაიმე სიახლე აქვს, მაშინ დრო უფრო სჭირდება. ამიტომ შემოდგომაზე ვადამდელი არჩევნების დანიშვნას აზრი არა აქვს. „ერთადერთი, რითაც „ოცნებამ“ შეიძლება იხეიროს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნით, ის არის, რომ ეს ოპოზიიცისთვის მთლიანობაში მოულოდნელი იქნება. თუმცა, მისი მთავარი კონკურენტი „ნაციონალური მოძაობა“ მონაწილეობას მიიღებს და ასეთ ვითარებაში შეიძლება, რომ უფრო წააგოს. არ მგონია, რომ ახლა ამ ეტაპზე შემოდგომისთვის „ოცნებისთვის“ არჩევნების დანიშვნა მომგებიანი იყოს. „ასევე შუალედური არჩევნები ერთგვარი ტესტი იქნება იმისთვის, ხელისუფლება რა მიმართულებით წავა და რა გზას აირჩევს. მგონია, რომ თუ მაისში ჩატარებული არჩევნები სახარბელო არ იქნება, მაშინ „ოცნება“ გარკვეული სახის ცვლილებებს დაიწყებს და ეს პირველ რიგში სამთავრობო გადაადგილებას შეეხება. ხელისუფლებას რომც არ უნდოდეს, იძულებეული იქნება რაღაც შეცვალოს“, - აცხადებს ძაბირაძე „რეზონანსთან“. მისივე თქმით, ახლა ხელისუფლების შიგნით ბრძოლა იმისთვის მიდის, რომ გარკვეულმა ჯგუფებმა არა საზოგადოებას და ამომრჩეველს, არამედ ივანიშვილს დაუმტკიცოს, რომ ისინი სხვებზე უკეთესები არიან და სახელმწიფოს მართვა მათ უფრო შეუძლიათ. ასევე ანალიტიკოსს მიაჩნია, რომ ბევრი რამ საერთაშორისო პარტნიორებზე და დასავლეთის განწყობებზეც იქნება დამოკიდებული. თუმცა ხელისუფლებამ რაღაც ახალი ნარატივი, საზოგადოებისთვის სათქმელი უნდა მოძებნოს, ამიტომ ამ ეტაპზე ძაბირაძე ფიქრობს, რომ „ოცნებისთვის“ დრო უფრო მნიშვნელოვანი იქნება“, - წერს სტატიის ავტორი.

წაკითხვა 721 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.