May 16, 2024

“თუ ჰესების მშენებლობა არ გამოვიდა, უნდა ვიფიქროთ ატომური ელექტროსადგურის მშენებლობაზე”

“ჭარბი ელექტროენერგია გვაქვს იმ პერიოდში, როდესაც ენგურში იწყებს წყალი დიდი რაოდენობით წამოსვლას.

ეს მაისის თვიდან იწყება და ივნისი, ივლისი და აგვისტოს პირველი ნახევარი გრძელდებს. ეს პერიოდი არის ჩვენთვის ექსპორტის საშუალება. ელექტროენერგია ზაფხულის თვეებში გადიოდა და სადღაც მაქსიმალური ვარიანტი 600-700 მილიონ კილოვატ/საათი იყო ზაფხულის პერიოდში. თუმცა ეს დამოკიდებული იყო რამდენად უხვწყლიანი იყო ეს პერიოდი წლის განმავლობაში. მაგალითად, 2010 წელს გამომუშავება 9,5 მილიარდ კილოვატ/საათზე ავიდა ჰიდროელექტროსადგურებზე. ეს არნახული მაჩვენებელი იყო და უკვე დავიწყეთ ლაპარაკი იმაზე, რომ იმპორტირებიდან ექსპორტიორებად გადავიქეცით და ა.შ., თუმცა ეს იყო მხოლოდ იქიდან გამომდინარე, რომ იმ პერიოდში ბევრი იყო წყალი...”, - აცხადებს ენერგეტიკოსი, “ქართული ოცნების” დეპუტატი რევაზ არველაძე გაზეთ “ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით რევაზ არველაძე: “ელექტროენერგია უფრო მეტი შემოგვაქვს, ვიდრე გაგვაქვს”.

 

“ჯამურად ჩვენ მაინც იმპორტიორები ვართ ყოველთვის. წლიური შედეგით იმპორტი აჭარბებს ექსპორტს. შარშან, მაგალითად, 600 მილიონ კილოვატ/საათამდე გავიდა საზღვარგარეთ და მილიარდ-ნახევარზე მეტი შემოვიტანეთ. ასე რომ, ჩვენთან სიჭარბე, მაინც დროებითია იმიტომ, რომ ჩვენთან ელექტროსადგურების მშენებლობის ტემპი მკვეთრად ჩამორჩება მოხმარების ზრდის ტემპებს. ზამთარში ძირითადად ელექტროენერგიას ვყიდულობთ აზერბაიჯანიდან და ნაწილობრივ რუსეთიდან. რაც შეეხებ იმპორტის შემცირების შანსებს, ჩვენ ძალიან არასწორი მოლოდინები გვაქვს ხოლმე, რომ თითქოს ისეთ ეფექტურ ენერგოღონისძიებებს გამოვიგონებთ, რომ ეს მოგვცემს რაღაც სასწაულ დანაზოგს. არ არის ეს ასე. ჩვენ რომ იმპორტის მოცულობა შევამციროთ, ამისთვის საჭიროა ელექტროსადგურები ავაშენოთ”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რევაზ არველაძე.

 

“ჩვენი მოსახლეობა არასწორად არის ინფორმირებული ჰიდროელექტროსადგურების მავნებლობასთან დაკავშირებით. ჰიდროელექტროსადგურების უდიდესი ნაწილი ან საერთოდ არ ადენს ჯანმრთელობაზე ზეფავლენას ან ძლიან მცირედს. მცირე გავლენას რომ არ ახდენდეს, ასეთი ობიექტი არ არსებობს, საცხოვრებელ სახლს რომ აშენებ, ის ახდენს გავლენას. თუმც იმდენად ნაკლებია გავლენა და იმდენად სერიოზული მაკონპენსირებელი ღონისძიებებია ჩადებული, რომ არ უნდა ამის წინააღდეგ ამხელა ბრძოლა... საჭიროა სწრაფად დავიწყოთ თბოელექტროსადგურების მშენებლობა - რა თქმა უნდა, ესეც იმპორტია, რადგან ჩვენ ჩვენ გაზი არ გვაქვს და იმპორტირებულ გაზზე უნდა ვამუშაოთ სადგურები, მაგრამ სხვა გამოსავალი არ არსებობს. იმის იმედად ყოფნა, რომ ქარისა და მზის ელექტროსადგურები შეძლებენ კომპენსაცია გააკეთონ, მცდარი შეხედულებაა”, - დასძენს რესპონდენტი და შეკითხვაზე - “რატომ?” - პასუხობს:

 

“მზის ელექტროსადგურები ძირითადად ელექტროენერგიას გამოიმუშავებენ ზაფხულში. ზანთარში 3-4 საათზე მეტს ვერ მუშაობენ ეს სადგურები. ქარის ელექტროსადგურებს ზამთარში მეტი პოტენციალი აქვს, მაგრამ, მეორე მხრივ, ძალიან არასტაბილურია და ენერგოსისტემის მდგრადობას ძალიან სერიოზულ დარტყმას აყენებს. ქარის ელექტროსადგურს როცა აშენებ, სარეზერვო სადგურიც უნდა გქონდეს და ორმაგი ხარჯის გაწევა გიწევს. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის ყველაზე კარგი იქნებოდა ჰესების მშენებლობა. თუ ესეც არ გამოვიდა, უნდა ვიფიქროთ ატომური ელექტროსადგურის მშენებლობაზე”.

წაკითხვა 750 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.