April 26, 2024

"საქართველოს ახალი მოწვევის პარლამენტში ქვეყნის მტრები აღარ უნდა იყვნენ"- გიორგი გახარია

ერთადერთი, ჩვენ რაც გვამოძრავებს, პირადად მე რაც მამოძრავებს, არის ის, რომ საქართველოს ახალი მოწვევის პარლამენტში ქვეყნის მტრები აღარ უნდა იყვნენ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებების შემდგომ მთავარი პრიორიტეტი არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებაა და მმართველი გუნდი ამას გააკეთებს.

 

„ამ საკონსტიტუციო ცვლილებების შემდგომ ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული ამოცანაა, რომ არჩევნები საქართველოში იყოს სრულად დემოკრატიული, გამჭვირვალე და აკმაყოფილებდეს  არჩევნების დასავლურ, უმაღლეს სტანდარტებს, რასაც ჩვენ გავაკეთებთ. ეს არის პრიორიტეტი ნომერი ერთი. ამის შემდგომ უკვე ვის მისცემს ხმას ამომრჩეველი, როდესაც საარჩევნო ურნასთან აღმოჩნდება, ეს მისი გადასაწყვეტია. მე დარწმუნებული ვარ, პარლამენტში გამოსვლის დროს ვთქვი, ერთადერთი, ჩვენ რაც გვამოძრავებს, პირადად მე რაც მამოძრავებს, არის ის, რომ საქართველოს ახალი მოწვევის პარლამენტში ქვეყნის მტრები აღარ უნდა იყვნენ", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

წაკითხვა 777 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.