April 26, 2024

"მსოფლიოს უნდა დავანახოთ, როგორ შეგვიძლია კოვიდის პირობებში დემოკრატიული არჩევნების ჩატარება"

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, 31 ოქტომბერს ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები ჩატარდება. გახარიას თქმით, ყველა საარჩევნო უბანზე სრულად იქნება დაცული ეპიდემიოლოგების მიერ დადგენილი წესები.

გიორგი გახარიას განმარტებით, ყველამ ერთად მსოფლიოს უნდა დავანახოთ, როგორ შეგვიძლია კოვიდის პირობებში ერთ-ერთი საუკეთესო, დემოკრატიული არჩევნების ჩატარება საქართველოში.

 

„ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ წესების დაცვა არის ერთადერთი სწორი გზა ნაკლები შეზღუდვისკენ, წესების დაცვა არის ერთადერთი სწორი ბალანსი ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის, ჯანმრთელობის დაცვის და ეკონომიკისთვის მინიმალური ზიანის მიყენების. რამდენიმე დღე, რომელიც დარჩა არჩევნებამდე, არის უაღრესად მნიშვნელოვანი, რადგან ქვეყნისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი არჩევნები ჩატარდება 31 ოქტომბერს. მინდა, გითხრათ, რომ ყველა საარჩევნო უბანზე სრულად იქნება დაცული ის წესები, რომლებიც ეპიდემიოლოგების მიერ იყო დადგენილი და ჩვენ, ყველამ ერთად უნდა დავანახოთ მსოფლიოს, როგორ შეგვიძლია აქ, საქართველოში კოვიდის პირობებში ერთ-ერთი საუკეთესო, დემოკრატიული, ღია არჩევნების ჩატარება“, – განაცხადა გახარიამ.

წაკითხვა 343 ჯერ განახლდა განახლდა ოქტომბერი 29 2020

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.