April 26, 2024

რატომ ჩუქნის რუსეთი ფულს თავის მოწინააღმდეგეებს?

რუსული ყოველკვირეული გაზეთის „არგუმენტი ი ფაკტის“ (Аргументы и факты») დღევანდელ, 27 აგვისტოს ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ჩვენ ქართველები არ ვართ, მაგრამ რუსები გვიყვარს“ // რატომ ჩუქნის რუსეთი ფულს თავის მოწინააღმდეგეებს?“,რომელშიც განხილულია ჩრდილოეთ კავკასიის ტურიზმის სფეროში შექმნილი სიტუაცია (ავტორი - გიორგი ზოტოვი).

 

როგორც პუბლიკაციიდან ირკვევა, რუსეთის ფედერაციის ჩრდილოკავკასიური სუბიექტის - ჩრდილო ოსეთის წარმომადგენლები განაწყენებულები არიან იმით, რომ რუსი ტურისტების დიდი ნაწილი სამხრეთ კავკასიაში, კერძოდ საქართველოში მოგზაურობასა და გართობა-დასვენებას ამჯობინებს.

 

„რატომ მიდის უფრო მეტი სურვილით ჩვენი ტურისტი საქართველოში და ამ დროს არაფერი არ იცის ჩრდილოეთ კავკასიის შესახებ? რუსეთის მოქალაქეები ისვენებენ იმ სახელმწიფოებში, რომლებიც ჩვენ მტრებად და აგრესორებად გვთვლიან... მაგრამ რუსული კავკასია არაფრით არ ჩამოუვარდება ქართულ კავკასიას, ხოლო ბევრ შემთხვევებში, უფრო უკეთესია. საქმის წინსვლას აბრკოლებს მხოლოდ მომსახურების დონე, რომელიც ჯერაც ვერ ვისწავლეთ“, - აღნიშნულია სტატიაში.

 

„მწვადი ახალი ხორცისგან, უგემრიელესი მინერალური წყალი, შინაური ღვინო, ცხვრის ყველი, ზურმუხტისფერი და თოვლიანი მთები, შუა საუკეების დროინდელი კოშკები ძველ აულებში, ძველი სამარხები და მადნის მოპოვების დასახლებებეი, ბელგიელებისა და ფრანგების მიერ აშენებული... „ო, ეს ხომ საქართველოა“, - გაიფიქრებთ თქვენ, მაგრამ გეშლებათ: ეს ჩრდილოეთ ოსეთია, ალანეთი - პატარა რესპუბლიკა რუსეთის სამხრეთში, რომელიც საქართველოს საზღვართან მდებარეობს. საკვირველი ფაქტია: 2018 წელს საქართველოს მილიონნახევარი რუსეთის მოქალაქე ეწვია, ჩრდილოეთ ოსეთს კი მხოლოდ რამდენიმე ათასი. თანაც მხედველობაში ვიქონიოთ, რომ ქართველი პოლიტიკოსები ხშირად ერთმანეთს ეჯიბრებიან რუსოფობიურ, ანტირუსულ განცხადებებში და ჩვენს ქვეყანას პირდაპირ შეურაცხყოფენ, ათას უბედურებას გვაბრალებენ“, - წერს ავტორი.

 

„რუსეთის ჩვეულებრივი მცხოვრების წარმოდგენები ჩვენი რესპუბლიკის შესახებ 30 წლის წინანდელ ინფორმაციას ემყარება, ამბობს ჩრდილოეთ ოსეთის მეთაურის ადმინისტრაციის წარმომადგენელი სერგეი მილძიხოვი, - მაგალითად, არსებობს ასეთი კლიშე - იქ ისლამისტები არიან, წვერიანი ადამიანები ავტომატებით ხელში, რომელბიც მთებში დარბიან და ყველას ხოცავენ. არადა, ჩვენი მოსახლეობის 88% რომ ქრისტიანია, ეს ძალიან ბევრმა არ იცის. დღეს ჩრდილოეთ ოსეთში სიმშვიდეა, სიტუაციას კი ძველი ინფორმაციებით აფასებენ. ჩვენ არ ვიცით საკუთარი თავის რეკლამირება, ამიტომაც რუსეთის სხვა რეგიონების მცხოვრებლებს ჰგონიათ, რომ აქ ძალიან მკაცრი ტრადიციები და საშიში რეალობაა“.

 

„ჩრდილოეთ ოსეთში ფასები მოსკოვურზე 2-ჯერ და მეტად დაბალია. არ არის აუცილებელი ვალუტის გადაცვლა, როგორც ეს საქართველოში ხდება. ჩვენს რესტორნებში მაღალხარისხოვანი და გემრიელი კერძებია. ოსების ტრადიციებში საჭმელი კულტად არის გადაქცეული... ყველაფერი ფულზე არ არის დამოკიდებული - აქ შეიძლება მცირე ფასის გადახდითაც გემრიელად მიირთვა. მე ვიყავი თბილისში და ვნახე, რომ ქალაქის ცენტრში საჭმლის ხარისხი საშუალოზე დაბალია: მიდიან კაფეში ირანელები ან იაპონელები, რომლებიც არ იცნობენ ქართულ სამზარეულოს, არ იციან, რომ ხაჭაპური ნაჩქარევად არის მომზადებული და ამას ვერც მიხვდებიან“, - ამბობს სერგეი მილძიხოვი.

 

პუბლიკაციის ავტორი ესაუბრება ჩრდილოეთ ოსეთის მეთაურს ვიაჩესლავ ბითაროვსაც:

 

„სინანულით ვუყურებ, თუ როგორ მიდიან ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები ვლადიკავკაზის გავლით საქართველოს სამთო-სათხილამური კურორტ გუდაურში. ყოველდღიურად ათასობით ადამიანი გადადიოდა საზღვარზე ზემო ლარსის პუნქტში. დასანანია, რომ ისინი არც კი ინტერესდებიან იმით, რომ ჩვენთანაც არის იგივენაირი და ზოგჯერ უფრო უკეთესი ადგილები, მაგალითად, კურორტი „ცეი“, სადაც ავსტრიული საბაგირო გზა მოქმედებს. ორი წლის შემდეგ მსოფლიო დონის ყველაზე თანამედროვე კურორტს - „მამისონს“ გავხსნით, სადაც ფასები ყველასათვის ხელმისაწვდომი იქნება. დღეს, როცა საზღვრები დახურულია, ჩვენთან, ჩრდილოეთ კავკასიაში სასიამოვნო დასვენება გარანტირებულია“, - ამბობს ვიაჩესლავ ბითაროვი, რომელიც იმედოვნებს, რომ მოსახურების მაღალი დონის პირობებში რუს ტურისტს საქართველოსაკენ გული აღარ გაუწევს.

 

„ვეთანხმები ვიაჩესლავ ბითაროვს. იმავე საქართველოში ჯერ კიდევ 1990-იანი წლების ბოლოს სერვისი ნულოვან დონეზე იყო - სასტუმროს ნომრების დასუფთავება ეზარებოდათ, კაფეებში ოფიციანტებს ზეზეულა ეძინათ, მათ ხშირად რუსული ენაც არ იცოდნენ. როგორც კი საქართველოში რუსეთიდან ტურისტთა ნაკადმა იხუვლა, ნომრები კომფორტული გახდა, ენაც ისწავლეს და ბევრად უკეთესად დაიწყეს მუშაობა“, - აღნიშნავს ავტორი სტატიის დასასრულს.

 

წყარო: https://aif.ru/politics/russia/my_ne_gruziny_lyubim_russkih

მოამზადა სიმონ კილაძემ

წაკითხვა 541 ჯერ განახლდა განახლდა აგვისტო 27 2020

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.