April 29, 2024

სოსო გოგაშვილს ბრალს სავარაუდოდ, დღეს, წარუდგენენ

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს, დაკავებულ სოსო გოგაშვილს ბრალს ოფიციალურად სავარაუდოდ, დღეს, 17 ივლისს წარუდგენენ.

ყოფილ მაღალჩინოსანს დღეს ე.წ. მოდული შენობაში მისი უფლებადამცველები და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი შეხვდნენ.

 

ადვოკატების თქმით, სოსო გოგაშვილი სიმართლისთვის ბრძოლას აპირებს და ის დოკუმენტებს, რომლის გავრცელებასაც აპირებდა, უახლოეს დღეებში გაასაჯაროებს.

 

ცნობისთვის, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი საკუთარ საცხოვრებელ სახლში სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, გოგაშვილი მიმდინარე საქმესთან დაკავშირებით დააკავეს, თუმცა, არ აკონკრეტებენ, რომელია „მიმდინარე საქმე".

წაკითხვა 265 ჯერ განახლდა განახლდა ივლისი 17 2022
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.