May 10, 2024

დეკემბერი 06 2022

სამწუხაროა, რომ პენიტენციურ სამსახურს დღემდე არ წარუდგენია პრეზიდენტ სააკაშვილის საქმეზე მასალები სასამართლოსთვის, ეს, პირველ რიგში, უპატივცემულობას გამოხატავს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ჩალაძემ განაცხადა.


დეკემბერი 06 2022

პაციენტი დაჟინებით მოითხოვს დაენიშნოს „ხველის წამალი“, რომლისგანაც ადამიანებს მოლოდინი აქვთ, რომ ხველა „უნდა მოურჩინოს“. რეალურად კი ასეთი ჯადოსნური წამლები არ არსებობს,- ამის შესახებ ინფექციონისტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში წერს.


დეკემბერი 05 2022
პრემიერად წოდებულმა, მხოლოდ მას შემდეგ რაც საზოგადოების აღშფოთება და რისხვა იწვნია, მხოლოდ სამი დღის შემდეგ მიუსამძიმრა გმირების ოჯახებს.
ასეთ სამძიმარს, ჯობდა საერთოდ არ ეთქვა! ამ სამძიმრით შეურაცხყო გმირები, მათი ბრძოლა და იდეალები - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ნიკა მელია წერს.

დეკემბერი 05 2022

"რუსეთი თქვენს მაამებლურ, ჩვენთვის კი მავნებლურ განცხადებებს არაფრად ჩააგდებს და შემოიჭრება საქართველოში როდესაც ჩათვლის საჭიროდ, თქვენ კი პირდაპირ კაპიტულაციას მოაწერთ ხელს!" - წერს სოციალურ ქსელში, "ანტისაოკუპაციო მოძრაობა - ძალა ერთობაშიას" დამფუძნებელი დავით ქაცარავა.


დეკემბერი 05 2022

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თანამოქალაქეებს მოუწოდა, ამ ზამთარს ერთმანეთს უფრო მეტად დაეხმარონ და არ დაუშვან შიდა კონფლიქტები, რადგან თუ ამ ზამთარს გაუძლებენ, ეს ნიშნავს, რომ ყველაფერს ბოლომდე დაიცავენ.


დეკემბერი 05 2022

ბევრი ოცნებობს ჯანსაღ და ლამაზ კბილებზე და ოცნების ასასრულებლად ძირითადად კბილის ექიმის ჩარევა ხდება საჭირო.


დეკემბერი 05 2022

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 5 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?


დეკემბერი 04 2022

გლინტვეინი მოთხილამურეების საყვარელი სასმელია. მისი სამშობლო ან ავსტრია ან გერმანია უნდა იყოს. ნებისმიერ შემთხვევაში,  ზამთრის რომელიმე კურორტი, სადაც ძალიან ცივა და მუდამ მზად არიან ცხელი ღვინის დასალევად.  


დეკემბერი 04 2022

ვერძი

ძვირფასო ვერძებო, 23 დეკემბრის ახალი მთვარე, თქვენს კარიერაზე მაგიურად იმოქმედებს. ესაა საუკეთესო დრო, რათა მოითხოვოთ დაწინაურება, ხელფასის მომატება, ახალ პოზიციაზე გადაყვანა, ან თუნდაც - ახალი, საოცნებო სამსახურის ძებნა. ახლა, კარიერული ოცნებების და მიზნების ახდენის დროა!

 

კურო

ძვირფასო კუროებო, ამ თვეში, შესაძლოა იგრძნოთ ღრმა და შინაგანი ცვლილების მოთხოვნილება. 20 დეკემბერს, იუპიტერი, ზრდისა და გაფართოების პლანეტა, თქვენი ნიშნის კარს შემოაღებს. ეს გიბიძგებთ მოშორდეთ ფიზიკურ სამყაროს და სულიერი ტრანსფორმაციის მორევში გადაეშვათ. „ახალი წელი, ახალი მე“ - ამ თვეში, ეს ნამდვილად თქვენი დევიზია. 

 

ტყუპები

ძვირფასო ტყუპებო, შესაძლოა ამ თვეში იმედგაცრუება იგრძნოთ. განსაკუთრებით კი, 7 დეკემბერს, როცა სავსე მთვარე თქვენს ნიშანს გაანათებს.  მარსის რეტროგრადულ ძალებთან ერთად, ეს მთვარე იქნება ერთგვარი ცეცხლსასროლი იარაღის ემოციური ინტენსივობა. ეს იქნება ძალიან მძაფრი, ქაოსური მაგრამ ამავე დროს, ლამაზი და დასამახსოვრებელი თვე.

 

კირჩხიბი

ძვირფასო კირჩხიბებო, ის, თუ რას ფიქრობენ სხვები თქვენზე, ნამდვილად არ არის თქვენი პრობლემა. მით უმეტეს, რომ იუპიტერი, იღბლისა და პოზიტივის პლანეტა, 20 დეკემბერს თქვენი წარმატების და დიდების სახლში შემოვა. თუ *მათ* სურთ, რომ თქვენზე ჭორაობა გააგრძელონ, ეს შესანიშნავია! ასე კიდევ უფრო ცნობილი გახდებით!

 

ლომი

ძვირფასო ლომები, 20 დეკემბერს, მთელი წლის ნეგატივი წარსულს ჩაბარდება.  იუპიტერი, თავგადასავლებისა და გაფართოების პლანეტა, თქვენს მეცხრე სახლში შემოვა, რათა თქვენი სპონტანური ბუნება და სხარტი გონება გაათავისუფლოს.  ეს გააღვიძებს თქვენს სურვილს, სცადოთ რაიმე ახალი: მოინახულოთ ახალი ადგილები ან გადადგათ ის ნაბიჯი, რომლისაც ყოველთვის გეშინოდათ.

 

ქალწული

ძვირფასო ქალწულებო, 29 დეკემბერს, როდესაც მერკურის რეტროგრადული მოძრაობა დაიწყება, შეიძლება იგრძნოთ ემოციური ბლოკები ან ისეთი შეგრძნება, თითქოს "ნაპერწკალი" გაქრა. შესაძლოა, ამ დროს, კვლავ დაბრუნდეს წარსულის გადაუჭრელი რომანტიკული საკითხები. მაგრამ მოემზადეთ, ახლა საბოლოოდ დახურავთ ყველა მივიწყებულ თემას.

 

სასწორი

ძვირფასო სასწორებო, 20 დეკემბერს, როდესაც იუპიტერი, თავგადასავლების პლანეტა, თქვენი პარტნიორობის მეშვიდე სახლში გადავა, უამრავ რომანტიკულ, მეგობრულ თუ საქმიან შემოთავაზებას მიიღებთ. თუ ამჟამად შეყვარებული ხართ, დიდი შანსია, რომ ამ ტრანზიტმა, ურთიერთობის მნიშვნელოვანი განვითარება გამოიწვიოს. მაშ, მზად ხართ ახალი ეტაპისთვის?

 

მორიელი

ძვირფასო მორიელებო, 20 დეკემბერს, როდესაც იუპიტერი, ზრდის და გაფართოების პლანეტა, კარიერის მეექვსე სახლში გადავა, აღმოაჩენთ, რომ ადვილია იყოთ ორგანიზებული და მიზანმიმართულად გაუმკლავდეთ ყოველდღიურ რუტინას.  დამატებით, მეექვსე სახლი მართავს შინაურ ცხოველებს, რაც ნიშნავს, რომ ამ ტრანზიტმა, შესაძლოა, თქვენს სახლში, საყვარელი ლეკვი შემოიყვანოს!

 

მშვილდოსანი

ძვირფასო მშვილდოსნებო, მიუხედავად იმისა, რომ თვის დასაწყისი შეიძლება ხისტი იქნება, როდესაც იუპიტერი რომანტიკის და შემოქმედების მეხუთე სახლში შემოვა, ყველაფერი „დარბილდება“. ეს კი, არა მხოლოდ რომანტიკული ნაპერწკლების წინაპირობაა, არამედ, მოსალოდნელია შემოქმედებითობის ნამდვილი ქარცეცხლიც!

 

თხის რქა

ძვირფასო თხის რქებო, 23 დეკემბერს, ახალი მთვარე თქვენს ნიშანს გაანათებს. ეს ნიშნავს, რომ ახლა გაქვთ ვალდებულება გააძლიეროთ საკუთარი თავი და  საკუთარი იმიჯი. ის, თუ როგორ ხედავთ საკუთარ თავს, პირდაპირ კავშირშია იმასთან, თუ ვინ ხართ რეალურად. დიახ, ეს ძალიან პერსონალური თვეა!

 

მერწყული

ძვირფასო მერწყულებო, 20 დეკემბერს, როდესაც იუპიტერი, ზრდისა და გაფართოების პლანეტა, კომუნიკაციისა და ახლო მეგობრების მესამე სახლში გადავა,  უფრო მეტ დროს დაუთმოთ ადამიანურ ურთიერთობებს. თუ გსურთ, რომ თქვენი დიდი იდეები სხვებს გაუზიაროთ და ხელი შეუწყოთ ინტელექტუალურ განვითარებას, მაშინ, ეს ახალი წლის იდეალური დასაწყისი იქნება.

 

თევზები

ძვირფასო თევზებო, სულიერი მღელვარებისგან, თქვენ 20 დეკემბრისთვის დაისვენებთ. სწორედ ამ დროს, იუპიტერი გამოვა თქვენი ნიშნიდან და ვერძის ნიშანში გადავა. ეს კი, გააქტიურებს მეორე სახლს, რაც მართავს ფულს, სტაბილურობას და თვითშეფასებას. ეს ნიშნავს, რომ ახალი წლიდან, შემოსავლის მძლავრი პერიოდი, დაიწყება -  2023 წლის განმავლობაში, დიდი შანსია, რომ იმაზე მეტი *$$$* დააგროვოთ, ვიდრე ოდესმე!

 

წყარო


დეკემბერი 04 2022

ჩვენ გამოვიარეთ რთული გზა, ჯოჯოხეთი, მინახავს წიგნი, სადაც ჩამოწერილია სახელები ადამიანებისა, რომლებიც დახვრიტეს კომუნისტებმა რწმენისთვის, დრო შეიცვალა, დღეს მშობლების მოვალეობაა, აზიარონ შვილები სარწმუნოებას, ეკლესიურ ცხოვრებას, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ  ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულზე ქადაგებისას აღნიშნა.

 

„გილოცავთ დღესასწაულს, ტაძრად მიყვანებას ყოვლადმწინდისა ღვთისმშობლისა. ეს არის მაგალითი, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ ჩვენ. რა გამოვიარეთ ჩვენ? ჩვენ გამოვიარეთ რთული გზა, – ჯოჯოხეთი გამოვიარეთ. მე მინახავს წიგნი, სადაც ჩამოწერილია სახელები ადამიანებისა, რომელნიც დახვრიტეს კომუნისტებმა რწმენისთვის.

 

დრო შეიცვალა. დღეს მშობლების მოვალეობა არის, რომ აზიარონ შვილები სარწმუნოებას, აზიარონ ეკლესიურ ცხოვრებას. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დღესასწაულს.

 

იმედი მაქვს, შევძლებთ, დავძლიოთ ის სირთულეები, რაც ჩვენს წინაშე დგას. ჩვენთან არს ღმერთი“,- განაცხადა ილია მეორემ.


გვერდი 131 სულ 669
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.