ივლისი 20 2022

ყველამ ყველაფერი ვიცით და არავის მოგცემთ იმის საშუალებას, რომ სახელმწიფო მიწები მიიტაცოთ და შემდეგ უკანონო შენობები განათავსოთ, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.


ივლისი 20 2022

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებიდან არავის უთქვამს, რომ ევროკავშირი საქართველოსგან „მეორე ფრონტს“ ელოდება.

 


ივლისი 20 2022

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იმედოვნებს, რომ ევროკავშირის წევრობისთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად ხელისუფლების წარმომადგენლები ბრიუსელში ჩავლენ და მუშაობას ადგილზე დაიწყებენ. ამის შესახებ პრეზიდენტმა ევროპარლამენტარებთან შეხვედრის შემდეგ, დელეგაციის ხელმძღვანელ დევიდ მაკალისტერთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, სტატუსის მიღების პასუხისმგებლობა ხელისუფლებას აკისრია.

„კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ის განცხადება, რომ ჩვენ წლის ბოლოს მოგვენიჭება კანდიდატის სტატუსი, თუ ჩვენ შევასრულებთ იმ მთავარ რეკომენდაციებს, რასაც 12 პუნქტს ვეძახით და რომელზეც მუშაობა უნდა დაიწყოს. ეს მუშაობა უნდა დაიწყოს ჯერ ერთი, ბრიუსელში, სადაც მე კიდევ ველოდები, რომ აქედან წავლენ ხელისუფლების წარმომადგენლები იმისთვის, რომ კომისიასთან გაარკვიონ ზოგიერთი დეტალი, როგორ უნდა შესრულდეს ამ პუნქტების ზოგიერთი ნაწილი“,- განაცხადა ზურაბიშვილმა.

მისივე განმარტებით, მუშაობა ასევე უნდა დაიწყოს პარლამენტში, რისთვისაც პრეზიდენტის თქმით, შესაბამის დოკუმენტს ხელიც კი მოაწერა.

„როდესაც გვაქვს 6 თვე, სრულიად გაუგებარია და მე მგონი, გაუგებარია ჩვენი ევროპარლამენტარი მეგობრებისთვის, რომ ჩვენ ახლავე არ დავიწყოთ მუშაობა. კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს იმას, რომ ერთად მუშაობა ნიშნავს პარლამენტში სესიის ფორმით ან პლენარულ სხდომაზე ან კომიტეტებში და ასევე უმრავლესობის მიერ წარდგენილ სამუშაო ჯგუფებში მუშაობას. ყველამ ყველგან უნდა ვიმუშაოთ. იმაზე უარი თქვა და ამაზე „კი“, ასე არ გამოვა. თუ ჩვენ რეალურად გვინდა ის, რასაც რეალურად მხარს უჭერს ჩვენი საზოგადოების 85%, [საჭიროა] მხოლოდ მუშაობა, ერთად მუშაობა, გარკვევა რაში ვეთანხმებით ერთმანეთს და რაში არ ვეთანხმებით - ეს ცალ-ცალკე არ ხდება და ეს ძალიან მარტივად არის ყველასთვის გასაგები. აქ არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, ამ შემთხვევაში უმრავლესობის, რადგანაც მთავარი ბერკეტები არის უმრავლესობის ხელში - ეს იქნება პარლამენტში, თუ მთავრობაში. მათ ხელში არის ამ კანდიდატურის მიღწევა. ასევე, ამას სჭირდება კონსტრუქციული ოპოზიცია, რომელიც ყველაფერზე არ დაიწყებს ოპონირებას, მაგრამ კიდევ ერთხელ მთავარი პასუხისმგებლობა არის ხელისუფლების და ესეც კარგად იცის მოსახლეობამ. ამისთვის საჭიროა, რომ ჩვენ გადავიდეთ მუშაობაზე იმ ერთმანეთთან ჭიდილის რეჟიმიდან, რომელიც არამხოლოდ შიგნით არის, არამედ ასევე არის გარეთ და ჩვენ მოგვისმენია ევროპარლამენტარებთან ერთგვარი პინგ-პონგი. ისიც ვთქვი, შეიძლება ზოგჯერ სჯობდეს, რომ არ იყოს პასუხები და მოვუწოდე, რომ ეს დიალოგი გადავიყვანოთ ცოტა სხვა ფორმებში, მაგრამ მივმართავ ხელისუფლებას, არის რაღაცები, რაც არ შეიძლება ითქვას, არის რაღაც ბრალდებები მაგალითად იმაზე,რომ ევროკავშირი ჩვენგან ელოდება მეორე ფრონტს - ეს არის მიუღებელი. არ შეიძლება ამ პირობებში დავიწყოთ რაიმე ფორმის დიალოგი იმ ადამიანებთან, რომლებიც აქ ჩამოდიან იმისათვის,რომ ყველანაირად გვაჩვენონ - მხარს უჭერენ ამ ჩვენს ძალიან რთულ პროცესს, რომელიც მიგვიყვანს კანდიდატის სტატუსამდე“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.


ივლისი 20 2022

საუზმე დღის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. გიზიარებთ ნოყიერი და მადისაღმძვრელი საუზმის რეცეპტს.


ივლისი 20 2022

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" აქვეყნებს კვლევას, რომლის მიხედვითაც, იმერეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ტენდერებს მმართველ პარტიასთან - "ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებული კომპანია შპს ბორანი იგებს. 2013-2022 წლებში ანუ "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის დროს საუბარია 34 970 860 ლარის ღირებულების ხელშეკრულების დადებაზე.


ივლისი 20 2022

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მოუწოდებს მოსახლეობას, დაიცვან ტყეში უსაფრთხოების წესები და დაემორჩილონ იმ აკრძალვებს, რომელიც ტერიტორიაზე საპიკნიკე ადგილების მოწყობისას და კოცონის დანთებისას ვრცელდება. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს.


ივლისი 19 2022

ეს რეცეპტი ჩვენმა ფეისბუქჯგუფის წევრმა – ნინო შონიამ გაგვიზიარა.


ივლისი 19 2022
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით 25 ივლისამდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.

ივლისი 19 2022

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უსაფრთხოების სამსახურში საკადრო რევიზია მიმდინარეობს და წყდება 28 თანამდებობის პირის გათავისუფლების საკითხი.


ივლისი 19 2022

უკრაინის დროშა იქნება ჩვენს ყველა ქალაქში და სოფელში, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მის მორიგ ვიდეომიმართვაში განაცხადა.


გვერდი 185 სულ 669
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.