ივლისი 14 2022

ჰაერის ტემპერატურის მატებასთან ერთად ხანძრებმა იმატა ევროპის სამხრეთში. განსაკუთრებით რთული სიტუაცია შეიქმნა პორტუგალიასა და ესპანეთის დასავლეთში, სადაც ჰაერის ტემპერატურამ 45 გრადუსს გადააჭარბა.


ივლისი 14 2022

კიდევ ერთხელ გამოვხატავთ მხარდაჭერას უკრაინის განაცხადის მიმართ, რომელიც ახორციელებს სამართალწარმოებას რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ გაეროს საერთაშორისო სასამართლოში და ცდილობს დაადგინოს, რომ რუსეთს არ აქვს კანონიერი საფუძველი უკრაინაში სამხედრო მოქმედებების განსახორციელებლად გენოციდის დაუსაბუთებელი ბრალდებების საფუძველზე, - ამის შესახებ 40-ზე მეტი ქვეყნის ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.


ივლისი 14 2022

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მეორე „ბუსტერ“ დოზით აცრას 18 წელს ზემოთ მოქალაქეებიც შეძლებენ.


ივლისი 14 2022

ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას და დაჟინებით მოვითხოვთ ხელისუფლებისაგან, რომ თავისი პასუხისმგებლობის ფარგლებში, დაიცვას მისი, როგორც პატიმრის უფლებები, უზრუნველყოს მისი სათანადო მკურნალობა და სამართლიანი სასამართლოს უფლება.


ივლისი 14 2022

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებით, შემთხვევითი არ არის, რომ ევროკომისია თავის მოსაზრებაში „19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთებაზე“ საუბრობს.


ივლისი 14 2022

ჩემი მიზანია ადამიანებს გავაგებინო, რა კონცერტს დგამს ხელისუფლება და ოპოზიცია ევროინტეგრაციის მიმართულებით, ეს არის „ქართული ოცნების" სიმფონიური ორკესტრი, ერთად უკრავენ და დირიჟორი არ ჩანს, - ამის შესახებ "გირჩის" დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.


ივლისი 13 2022

ჩვენ 2024 წელს გვქონდა დაგეგმილი განაცხადის შეტანა და ველოდებოდით, რომ იქიდან ორ წელში მოგვენიჭებოდა კანდიდატის სტატუსი, როგორც ეს სტანდარტული პრაქტიკით არის გათვალისწინებული, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.


ივლისი 13 2022

დეპუტატი სოზარ სუბარი აცხადებს, რომ არსებობს შეკითხვები, რომლებზეც საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის პასუხებია საინტერესო.


ივლისი 13 2022

''შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი შვიდი პირი დააკავა, ხოლო ორ პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. ამის შესახებ შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.


ივლისი 13 2022

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა კარგად იგრძნო, რას ნიშნავს თანამედროვე არტილერია და რომ უკრაინის მიწაზე, რომელიც ოკუპირებული აქვს, უსაფრთხო ზურგი არსად ექნება.


გვერდი 188 სულ 669
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.