ივნისი 30 2022

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც რუსეთმა მიაღწია სირიისგან „დონბასში საოკუპაციო სტრუქტურების თითქოს, სახელმწიფოებად აღიარებას“, უკრაინას სირიასთან არანაირი ურთიერთობა აღარ ექნება. გვიან ღამით გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში ზელენსკიმ თქვა, რომ სირიაზე სანქციებით ზეწოლა კიდევ უფრო გაიზრდება.


ივნისი 30 2022

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის შეფასებით, „ქართულ ოცნებას“ დიმიტრი ხუნდაძის, მიხეილ ყაველაშვილისა და სოზარ სუბარის წასვლით „ალტ - ინფოს“ ლიდერები გამოეყვნენ.


ივნისი 30 2022

ჩვენ გავაძლიერებთ საქართველოს მედეგობას რუსეთიდან და ნებისმიერი სხვა წყაროდან მომდინარე კიბერ-შეტევების მიმართ, - დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შესახებ „ტვიტერზე" წერს.


ივნისი 30 2022

გასულ კვირას ევროპულმა საბჭომ გადაწყვიტა საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის საკითხი, ვკისრულობთ ვალდებულებას შემდგომ მხარდაჭერაზე, რათა წინ წავწიოთ ეს პროცესი მეტად საჭირო რეფორმების განსახორციელებლად, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, „ტვიტერზე" წერს და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას ეხმაურება.


ივნისი 30 2022

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ფინეთისა და შვედეთის ნატოში ოფიციალურად მიწვევის ცნობას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ არ გამორიცხავს ახალ დაძაბულობას ორ სკანდინავიურ ქვეყანასთან.


ივნისი 30 2022

საზღვაო ქვეითთა 36-ე ცალკეული ბრიგადის მეთაურის, დატყვევებული „აზოვსტალის“ დამცველის, სერგეი ვოლინას და, ტატიანა ხარკოაცხადებს, რომ იმ სამხედროების 99%-ს რომლებიც ტყვეობიდან გუშინ გაათავისუფლეს, კიდურები არ აქვს.


ივნისი 27 2022

ჩვენ გავაღრმავებთ თანამშრომლობას ნატო-ს უახლოეს პარტნიორებთან, მივიღებთ მხარდაჭერის ახალ პაკეტებს ჩვენი პარტნიორებისთვის, საქართველოს, ბოსნია-ჰერცეგოვინასა და მოლდოვის რესპუბლიკისთვის, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ჟურნალისტებს ბრიფინგზე, სამდღიანი სამიტის წინ განუცხადა.


ივნისი 27 2022

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ხელმეორედ, 5 წლის ვადით მიხეილ ჩინჩალაძე აირჩია. გადაწყვეტილება საბჭომ სხდომაზე მიიღო.


ივნისი 27 2022

მხოლოდ 4 ინგრედიენტი, 30 წუთი და საოცრად მადისაღმძვრელი კერძი მზად არის


ივნისი 27 2022

შახტებსა და მაღაროებში დასაქმებულ ადამიანებს პენსიაზე გასვლა ხუთი წლით ადრე შეეძლებათ. შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბეჟან წაქაძე გამოდის. კანონპროექტის მიხედვით, მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ მიწისქვეშა მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან ობიექტებზე (შახტებსა და მაღაროებში, რომელიც შეიცავს მომეტებულ რისკს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის) დასაქმებული პირების სახელმწიფო პენსიაზე უფლება წარმოეშობათ – 60 წლის ასაკის მიღწევისას, თუ აქვთ ბოლო 25 წლის განმავლობაში 25 წლიანი შრომის უწყვეტი სტაჟი, მათ შორის, ამ პუნქტით განსაზღვრულ ობიექტებზე მუშაობის არანაკლებ 10 წლის სტაჟი.


გვერდი 192 სულ 669
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.