როგორ წარიმართება ვაქცინაციის პროცესი საქართველოში
"ამ ეტაპზე ვაქცინაციის პროცესში ჩართულია 82 ამცრელი დაწესებულება.
15 მარტიდან ვაქცინაცია დაიწყება 29 ცენტრში - თბილისსა და ყველა რეგიონულ ცენტრში გამოყოფილია ამცრელი კაბინეტები, რომლებსაც იმუნიზაციის პროცესში მონაწილეობის დიდი გამოცდილება აქვთ. თბილისში იქნება 10, ქუთაისსა და ბათუმში 4-4, რუსთავსა და ზუგდიდში 2-2, დანარჩენ რეგიონულ ცენტრებში კი თითო ასეთი ცენტრი იქნება", - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
უწყებაში განმარტავებ, რომ ვაქცინაცია კეთდება ორჯერადად, მეორე აცრა 8-12 კვირის ვადაში კეთდება. აცრილ ადამიანს მიეცემა დამადასტურებელი ცნობა.
"ეროვნული გეგმის შესაბამისად, ვაქცინაცია სამედიცინო პერსონალით დაიწყება.
პირველ ეტაპზე აიცრება ის პერსონალი, რომელთაც COVID-ინფიცირების სტატუსი ბოლო 120 დღის მანძილზე არ აქვთ.
ვაქცინების განაწილება და სრულად მიწოდება რეგიონებსა და მუნიციპალიტეტებში მიმდინარე შაბათ-კვირას დასრულდება.
ვაქცინაციის ეროვნული გეგმის თანახმად, 2021 წლის განმავლობაში ვაქცინაციის ჩატარების სამიზნე ნიშნული მოსახლეობის 60%-ია.
აცრა ნებაყოფლობითია", - ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში
სიახლეები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 11 სექტემბრისათვის
- გერმანიაში, მამაკაცს, რომელიც გასულ წელს ფესტივალზე დანით თავს დაესხა მოქალაქეებს, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს
- “პოლონეთი, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ღია კონფლიქტთან ყველაზე ახლოსაა” – ტუსკი
- სარფის მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს
- “არჩევნებში მონაწილეობა ჩემ წინააღმდეგ აღვირახსნილმა ბულინგმა მაიძულა, ამიტომ დავთანხმდი ქუთაისის მერის არჩევნებში ჩართვას” - პაატა ზაქარეიშვილი