"ბრწყინვალე შვიდეული ტყუილად არ არის 7 დღე, გადანაწილდეს სასაფლაოებზე გასვლა" - გამყრელიძე
"ბრწყინვალე შვიდეული ტყუილად არ არის შვიდი დღე.
ყველა ვცდილობდით, გავსულიყავით ორშაბათ-სამშაბათს სასაფლაოებზე, ხომ შეიძლება ეს გადანაწილდეს",- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
"არავინ უშლის ადამიანებს, მთელი კვირის განმავლობაში, როგორც შარშან იყო, ოჯახიდან 1-2 ადამიანი გავიდეთ, ავანთოთ სანთელი… იქნება შეზღუდული, მაგრამ განსაკუთრებული მონიტორინგი იქნება იმ არასასიამოვნო ტრადიციებზე, რაც გვაქვს. ამ დროს ეს გახლავთ ინფექციის გავრცელების მომატებული რისკფაქტორი... სოფელში სასაფლაოზე ადამიანი რომ გავა, იმას არავინ აუკრძალავს, მაგრამ სოფლის რწმუნებული მიმართავს და სთხოვს მას, რომ იქ არ იყოს სუფრა და დიდი შეკრებები. ძირითადად ეს საკითხი უფრო მტკივნეულია თბილისის და დიდი ქალაქების სასაფლაოებზე, სადაც პოლიცია შესაბამის წესრიგს დაიცავს, რომ პრევენცია იყოს ამ დიდი შეკრებების… თავი შევიკავოთ ორშაბათ-სამშაბათს, ამ ორ დღეს, იმიტომ, რომ ბრწყინვალე შვიდეული ტყუილად არ არის შვიდი დღე. ყველა ვცდილობდით, გავსულიყავით ორშაბათ-სამშაბათს სასაფლაოებზე, ხომ შეიძლება ეს გადანაწილდეს", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში.
სიახლეები
- „ქრონიკა პლუსის“ რედაქტორი ელისო კილაძე დააკავეს
- ინდური, არაბული და მექსიკური კვების ობიექტები – სეს-მა კვების 7 ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა
- ჟენევაში ირანსა და აშშ-ს შორის მოლაპარაკებები დაიწყო
- საქართველოს წყვილმა ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
- ,,დღეს უფრო თვალსაჩინოა, რომ შანტაჟი, რომელიც მომდინარეობს გარე ძალებისგან მათ მიერ მართული შიდა აქტორების გამოყენებით, ემსახურება საქართველოსა და რეგიონში პროცესების ესკალაციას"- მიხეილ ყაველაშვილი
