"ადამიანები ლოდინის საჭიროების წინაშე არ უნდა დავაყენოთ" - კულუმბეგოვი
ადამიანები ლოდინის საჭიროების წინაშე არ უნდა დავაყენოთ, ვისაც ვაქცინაცია უნდა, ის რამდენიმე დღეში უნდა იცრებოდეს, – ამის შესახებ იმუნილოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, სახელმწიფო ამ მიმართულებით მუშაობს.
„რადგან ახლა ვაქცინაზე მოთხოვნა უფრი მეტია, ვიდრე მიწოდების შესაძლებლობა, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ გააძლიეროს ვაქცინაციის ცენტრები. მეტი ჩართულობა უნდა იყოს, მეტი მოცულობის სივრცეები გვჭირდება ჩვენ, როგორც ჩვენ უცხოეთში ვხედავთ, ისეთი მასშტაბის. ალბათ, ამაზე ზრუნავს სახელმწიფო და მე როგორც მაქვს ინფორმაცია, უახლოესი დღეების და კვირების განმავლობაში იქნება. ადამიანები ორ და სამკვირიანი ლოდინის საჭიროების წინაშე არ უნდა დავაყენოთ, ადამიანს ვაქცინაცია თუ უნდა, ის რამდენიმე დღეში უნდა იცრებოდეს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. არის საზოგადოების ისეთი ნაწილი, რომელიც დღესვე მზად არის, გაიკეთოს ვაქცინა, მაგრამ როდესაც ჩვენ მივაღწევთ იმ ნიშნულს, რომ 100-200 ათასი აცრილი გვეყოლება, მერე ეს პროცესი ასეთი აქტიური არ იქნება.
ამიტომ უნდა დავინახოთ, სად გადის ზღვარი, სად ბუნებრივად მიდის პროცესი, ზედმეტი დახმარების გარეშე და სად იქნება ის კრიტიკული მომენტი, როდესაც სახელმწიფოს ჩართულობა თუ სწორი კომუნიკაციური კამპანიის გაძლიერება იქნება საჭირო. ეს პერიოდი უდაოდ დაუდგა ევროკავშირის ქვეყნებს და ისრაელსაც კი. ამიტომაც მნიშვნელოვანია, ვისაც სურვილი აქვს, სწრაფად აიცრას“, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.
სიახლეები
- “არ მინდა, ბრძოლის გარეშე კალაძეს თბილისი გადავაბარო - მინდა, დავარწმუნო პარტნიორები, რომ გამარჯვების ფორმულა არის ბრძოლაში” -მამუკა ხაზარაძე
- თურქეთში ყურბან-ბაირამის პირველ დღეს 14 000-ზე მეტი ადამიანი დაშავდა
- “ჩვენ არ ვართ ბავშვები პუტინთან ერთად სკვერში, სათამაშო მოედანზე, ის მკვლელია, რომელიც ამ სკვერში ბავშვების მოსაკლავად მოვიდა” - ვვოლოდიმირ ზელენსკი ტრამპის განცხადებაზე
- განათლების სამინისტრო - გავრცელებული ინფორმაცია, რომ ინკლუზიური განათლების სამმართველო გაუქმდა, არ შეესაბამება სიმართლეს - გაერთიანდა სტრატეგიული დაგეგმვისა და ინკლუზიური განვითარების სამმართველო
- “ოპოზიციის “გარე უფროსები” ფსონს უკვე არა “ნაციონალურ მოძრაობაზე”, არამედ “ლელოსა” და გიორგი გახარიას გუნდზე – “საქართველოსთვის” დებენ” - ლევან მაჭავარიანი