აშშ-მა 12-დან 15 წლამდე ბავშვებში Pfizer-ის ვაქცინის გამოყენება დაუშვა
აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ Pfizer-ის ვაქცინის მიმღებთა ასაკობრივი ზღვარი 12 წლამდე შეამცირა.
დეკემბრის თვიდან ამ დრომდე შეერთებულ შტატებში Pfizer-თ ვაქცინაცია მხოლოდ 16 წელს გადაცილებულ პირებს შეეძლოთ, ახლა კი FDA-ს გადაწყვეტილებით 12-15 წლის მოზარდებში მისი გამოყენება დასაშვები გახდა.
„ეს გადაწყვეტილება შესაძლებელს გახდის დავიცვათ ახალგაზრდა პოპულაცია Covid-19-ისგან, რაც გვაახლოებს ნორმალურ ცხოვრებასა და პანდემიის დასასრულთან. ბავშვების მშობლებსა და მეურვეებს შეუძლიათ იყვნენ სრულიად დარწმუნებულნი, რომ სურსათისა და წამლის სააგენტომ მკაცრად და საფუძვლიანად შეისწავლა ყველა არსებული მონაცემი, ვიდრე გადაწყვეტილებას მიიღებდა ვაქცინის საგანგებო გამოყენებისთვის ნებართვის გაცემაზე“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
ახლა უკვე კვლევები 6 თვიდან 11 წლამდე ასაკის ბავშვებში ტარდება. შედეგი, სავარაუდოდ, ზაფხულში გახდება ცნობილი.
სიახლეები
- „ქრონიკა პლუსის“ რედაქტორი ელისო კილაძე დააკავეს
- ინდური, არაბული და მექსიკური კვების ობიექტები – სეს-მა კვების 7 ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა
- ჟენევაში ირანსა და აშშ-ს შორის მოლაპარაკებები დაიწყო
- საქართველოს წყვილმა ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
- ,,დღეს უფრო თვალსაჩინოა, რომ შანტაჟი, რომელიც მომდინარეობს გარე ძალებისგან მათ მიერ მართული შიდა აქტორების გამოყენებით, ემსახურება საქართველოსა და რეგიონში პროცესების ესკალაციას"- მიხეილ ყაველაშვილი
