ასეთ დროს აუცილებელია ჰოსპიტალიზაცია - ლევან რატიანი დელტას საფრთხეებსა და სიმპტომებს განმარტავს
თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორი ლევან რატიანი ადასტურებს, რომ კორონავირუსის "დელტა", იგივე "ინდური შტამი" განსაკუთრებული საფრთხის შემცველია.
ცნობილი ექიმი განმარტავს, თუ რა განსხვავებული სიმპტომები ახასიათებს აღნიშნულ შტამს აქამდე გავრცელებული კორონავირუსის სხვა ვერსიებისგან და რა შემთხვევაშია საჭირო პაციენტის ჰოსპიტალიზაცია დაუყოვნებლივ.
COVID-19-ის ე.წ. ინდურ შტამს წინამორბედისგან განსხვავებით, ის ასაკდამოკიდებული არ არის და ახალგაზრდებიც მარტივად ინფიცირდებიან. მისი ინფორმაციით, ე.წ. ინდურ შტამს მაღალი გადამდებობაც ახასიათებს.
ლევან რატიანის განცხადებით, COVID-19-ის კლასიკური ვარიანტისგან განსხვავებით, "დელტა" შტამის სიმპტომები პირველივე დღიდან ვლინდება, რაც ხშირ შემთხვევაში ჰექტიური ცხელებით, 38 და მეტი ტემპერატურით გამოიხატება.
ლევან რატიანი ურჩევს მოსახლეობას, ტემპერატურის არსებობის შემთხვევაში, ნებისმიერი ასაკის მქონე პირმა, აუცილებლად მიმართოს ოჯახის ექიმს ან განხორციელდეს მისი ჰოსპიტალიზაცია.
"აქედან გამომდინარე, მართლა საფრთხის მომცემია ეს სახეობა, რომელსაც ე.წ. ინდურ შტამს ვუწოდებთ. ის არ განსხვავდება COVID-19-ის დაავადების სიმპტომატიკით.
ჩვენ ქვეყანაშიც არის დაფიქსირებული, მოხდა ვირუსის ამ სახეობის იდენტიფიცირება, არაფრით არ განსხვავდება წინა პერიოდში მოცირკულაციო კორონავირუსისაგან.
ერთადერთი განსხვავება იმაშია, რომ თუ მანამდე ვიძახდით, რომ ვირუსი ასაკდამოკიდებულია და ქრონიკულ დაავადებასთან არის შეჭიდული, ახლა ახალგაზრდა ასაკშიც ინფიცირდებიან ადამიანები, უვლინდებათ სიმპტომატიკა.
პირველი, რაც უფრო მეტად გამოიხატება, ეს არის ჰექტიური ცხელება. წინა ვირუსში, ჩვენი გამოცდილებით გვქონდა ცხელების ეპიზოდები, თუმცა ეს იყო მ-5, მე-6, მე-7 დღეს, ამ შემთხვევაში ინფიცირების პირველ დღესვე შესაძლებელია გამოვლინდეს ტემპერატურის მატება. უფრო მეტად არის ჰექტიური, ეს არის 38 გრადუსი და მეტი.
ცხელება იწვევს ორგანიზმში გაუწყლოებას და აღნიშნულიდან გამომდინარე, მსგავს შემთხვევაში, როგორი ასაკისაც არ უნდა იყოს ადამიანი, აუცილებლად უნდა მიმართოს ოჯახის ექიმს ან განხორციელდეს ჰოსპიტალიზაცია.
როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, გადამდებლობა ამ შტამს უფრო მეტი აქვს, ვიდრე წინა შტამს," - განაცხადა ლევან რატიანმა.
სიახლეები
- ,,ლელოს” დააწყებინეს კამპანია, მერე გაწიეს ,,ლელო”, გადააბარეს ,,ალტ ინფოს” და ,,პატრიოტთა ალიანსს”, ჩართული ჰყავთ უცხოეთიდან დაფინანსებული ,,ენჯეოებიც”- ირაკლი კობახიძე
- „კაია კალასის ნათქვამი მიგვანიშნებს, რომ ამ ადამიანებს არასწორი წარმოდგენა აქვთ თავისუფლებაზე"- ნინო წილოსანი
- მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ბარბარობის დღესასწაულს აღნიშნავს
- სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს
- საქართველოდან გააძევეს უცხო ქვეყნის 43 მოქალაქე
