გაჩნდება თუ არა COVID-19-ის უფრო საშიში შტამი - ჯანმო-ს განცხადება
არსებობს კორონავირუსის უფრო საშიში შტამის საფრთხე, ვიდრე "დელტაა", - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ტედროს ადჰანომ გებრეისუსმა ტოკიოში საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის 138-ე სესიაზე გამოსვლისას განაცხადა.
"რაც უფრო ფართოა ვირუსის გავრცელება, მით უფრო მეტი ვარიანტი გამოჩნდება, რომლის პოტენციალი კიდევ უფრო საშიში გახდება, ვიდრე "დელტა" ვარიანტი, რომელიც ახლა ამდენ ზიანს აყენებს. რაც უფრო მეტი ვარიანტია, მით მეტია შანსი, რინ ერთ-ერთი ვაქცინიდან დასხლეტას შეძლებს და ჩვენ თავში დავბრუნდებით", - განაცხადა მან.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა აღნიშნა, რომ მას ხშირად ეკითხებიან - როდის დასრულდება პანდემია.
”მართლაც, კოვიდმა და პანდემიამ მრავალი კითხვა დაგვიყენეს. პანდემია არის განსაცდელი, და მსოფლიო მას ვერ უმკლავდება”, - განაცხადა მან.
გებრეისუსის თქმით, მისი გამოსვლის დროს COVID-19–ით ასი ადამიანი დაიღუპება და 8 აგვისტოს ოლიმპიური ცეცხლის ჩაქრობის დროს მთელ მსოფლიოში კორონავირუსით 100 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპება.
მისი აზრით, მომავალი წლის შუა რიცხვებში თითოეული ქვეყნის მოსახლეობის 70% -ის ვაქცინაცია არა მხოლოდ შეაჩერებს კორონავირუსის პანდემიას, არამედ გლობალური ეკონომიკის განახლების შესაძლებლობასაც მისცემს.
სიახლეები
- ცნობილია ვინ იბრძოლებს ქუთაისის მერობისთვის
- “სახეზეა საპროტესტო მსვლელობის მონაწილეებზე მიზანმიმართული, ძალადობრივი თავდასხმა, მშვიდობიანი პროტესტის ჩასახშობად და მოქალაქეთა დასჯის მიზნით, კრიმინალური მეთოდების გამოყენება” - საია
- “თბილისის საარჩევნო შტაბზე “ნაცი” ტიტუშკების თავდასხმები არჩევნებში გარე ჩარევის აშკარა მაგალითია, რომლის მიზანიც ძალადობრივი წინასაარჩევნო გარემოს შექმნაა” – პაპუაშვილი
- რუსეთის თავდასხმას დონეცკში 21 ადამიანი ემსხვერპლა
- მზია ამაღლობელს Free Media Awards-ი გადაეცემა