რამდენი კლინიკაა მზად "ფაიზერზე" ასაცრელად - გაბუნიას განმარტება
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, „ფაიზერზე“ რეგისტრაცია პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში შესაძლებელი იქნება როგორც პორტალის, ასევე ცხელი ხაზის მეშვეობით.
როგორც გაბუნია აღნიშნავს, დაწესებულებების რაოდენობა, სადაც „ფაიზერზე“ აცრა იქნება შესაძლებელი, გაიზრდება და ქვეყნის მასშტაბით 37 დაწესებულებაში იქნება შესაძლებელი, შესაბამისად, მოქალაქეებს საშუალება ექნებათ არა მხოლოდ დიდ ქალაქებში, არამედ, რეგიონულ და რაიონულ დონეზე მიმართონ ამ დაწესებულებებს. რაც შეეხება რეგისტრაციის დაწყების დროს, როგორც გაბუნია განმარტავს, დამატებით ინფორმაციას მოსახლეობა მიიღებს მას შემდეგ, რაც „ფაიზერი“ საქართველოში შემოვა.
„რეგისტრაცია იქნება შესაძლებელი რეგისტრაციის პორტალის, ასევე 1522 ცხელი ხაზის საშუალებით პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში იმისთვის, რომ ერთიანი რიგი დავიცვათ, შემდეგ იქნება ისევ შესაძლებელი ვირტუალური რეგისტრაციაც, ასე რომ, მოქალაქეს, რომელიც ვერ მოახერხებს პორტალზე რეგისტრაციას ან 1522- ზე, შეუძლია მივიდეს სამედიცინო დაწესებულებაში, ამისთვის 37 დაწესებულებაა შერჩეული ქვეყნის მასშტაბით, ადგილების რაოდენობა ეტაპობრივად გაიზრდება იმისთვის, რომ არ შეიქმნას რიგი და ყველა მსურველი დაკმაყოფილდეს მოკლე ხანში.
პირველი დოზა ვინც გაიკეთა „ფაიზერის“ გასული კვირების განმავლობაში, მათთვის რეგისტრაცია ძალიან მალე დაიწყება და ამაზე განცხადება გაკეთდება, არანაირი შეფერხება ამ პირებს არ ექნებათ.
დოზების რაოდენობა ქვეყანაში როგორც ხედავთ, იქნება შეუზღუდავი, ჩვენ კიდევ ველოდებით მოწოდებას ძირითადი ხელშეკრულების ფარგლებში, რომელიც მილიონზე მეტი დოზის მოწოდებას ითვალისწინებს. ასე რომ, დოზებზე შეფერხება არავის შეექმნება. „ფაიზერის“ ვაქცინის ხელმისაწვდომობა გაიზრდება, თუ ეს ადრე იყო მხოლოდ 7 დაწესებულებაში და სამ დიდ ქალაქში, ახლა „ფაიზერის“ ვაქცინა ხელმისაწვდომი იქნება 37 დაწესებულებაში ქვეყნის მასშტაბით და მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ რეგიონულ და რაიონულ დონეზეც ჩაიტარონ ვაქცინაცია,"- განაცხადა გაბუნიამ.
სიახლეები
- “არ მინდა, ბრძოლის გარეშე კალაძეს თბილისი გადავაბარო - მინდა, დავარწმუნო პარტნიორები, რომ გამარჯვების ფორმულა არის ბრძოლაში” -მამუკა ხაზარაძე
- თურქეთში ყურბან-ბაირამის პირველ დღეს 14 000-ზე მეტი ადამიანი დაშავდა
- “ჩვენ არ ვართ ბავშვები პუტინთან ერთად სკვერში, სათამაშო მოედანზე, ის მკვლელია, რომელიც ამ სკვერში ბავშვების მოსაკლავად მოვიდა” - ვვოლოდიმირ ზელენსკი ტრამპის განცხადებაზე
- განათლების სამინისტრო - გავრცელებული ინფორმაცია, რომ ინკლუზიური განათლების სამმართველო გაუქმდა, არ შეესაბამება სიმართლეს - გაერთიანდა სტრატეგიული დაგეგმვისა და ინკლუზიური განვითარების სამმართველო
- “ოპოზიციის “გარე უფროსები” ფსონს უკვე არა “ნაციონალურ მოძრაობაზე”, არამედ “ლელოსა” და გიორგი გახარიას გუნდზე – “საქართველოსთვის” დებენ” - ლევან მაჭავარიანი